„საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები“ საქართველოს დასავლური კურისის წინააღმდეგ „ღია შეტევაა“.
ამის შესახებ გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს – თავს ესხმიან.
„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან”,- წერს გახარია „ტვიტერზე“.