"ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომ არსებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი ვიდეოკადრები ფეისბუკში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა.
ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.