ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე" გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ევროპულის სახალხო პარტიის" (EPP) შესახებ.
„პუტინი ფიქრობს და ლაპარაკობს იგივენაირად", - წერს ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ.
ირაკლი კობახიძემ 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევას. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
კობახიძე „ევროპის სახალხო პარტია" შეაფასა, რომლის წევრებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.
„როგორც მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას. ძირითადად სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არის EPP, რომელიც არის კრიმინალური პარტიების, ასევ ვთქვათ, ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო" არიან წარმოდგენილები. EPP-ისთვის ღირსების საქმე უნდა იყოს კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში. საუბარი მაქვს კონკრეტულად „ნაცმოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოზე", - თქვა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.