Добавить новость

«Желтый» уровень опасности объявлен в Московском регионе из-за ветра и гололеда

Спланировать переезд и прикрепиться к поликлинике помогает суперсервис «Переезд в Москве»

Политолог Косоруков: кусающийся Байден — провальная стратегия его имиджемейкеров

Более 77 тыс человек привились от гриппа в медучреждениях Домодедова



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

10 წელი გულაგში - როგორ გადაურჩა დახვრეტას პიონერული ჰიმნის ავტორი

1932 წლის იანვარში, სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის („საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტები“ და „კონტრრევოლუციური საქმიანობა“), კომპოზიტორ სერგეი კაიდან-დიოშკინს მიესაჯა 10-წლიანი პატიმრობა შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. არადა, დაპატიმრებამდე  10 წლით ადრე სწორედ კაიდან-დიოშკინმა დაწერა ცნობილი სიმღერა "Взвейтесь кострами, синие ночи" - საბჭოთა პიონერული ორგანიზაციის ჰიმნი, რომელსაც 1922 წლიდან მოყოლებული მთელი 70 წლის განმავლობაში ამღერებდნენ საბჭოთა ბავშვებს როგორც სკოლებში, ასევე პიონერთა ბანაკებსა და ლაშქრობებზე. ეს სიმღერა ჟღერს საბავშვო ანსამბლ „მზიურზე“ 1973 წელს გადაღებული ფილმის მე-14 წუთიდან. დაპატიმრებისას კომპოზიტორი 30 წლის იყო.


Взвейтесь кострами,

Синие ночи!

Мы пионеры —

Дети рабочих!

Близится эра

Светлых годов,

Клич пионеров:

«Всегда Будь готов!»

[აენთეთ კოცონად

ლურჯი ღამეები!

ჩვენ პიონერები -

მშრომელთა შვილები!

ეპოქა მოდის

ნათელი დღეების,

ჩვენ პიონერები,

ყოველთვის მზად ვართ!]


ცხადია, ამ საბჭოთა პიონერულ სიმღერას ჰყავს ტექსტის ავტორიც, ალექსანდრ ჟაროვი, რომელმაც წლების შემდეგ დაწერილ მოგონებებში გაიხსენა, რომ 1922 წლის მაისში ლენინის ცოლმა, ნადეჟდა კრუპსკაიამ, რომელიც ესწრებოდა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ერთ-ერთ შეხვედრას, წამოაყენა პიონერული მარშის შექმნის იდეა. სწორედ ახალგაზრდა კომკავშირელ ალექსანდრ ჟაროვს დაევალა ორგანიზაციის ჰიმნის ტექსტის შეთხზვა, რისთვისაც მხოლოდ ორიკვირიანი ვადა მისცეს. ჟაროვმა, რომელსაც მანამდე არასოდეს დაეწერა ტექსტი სიმღერისთვის, პირველ რიგში მელოდიას დაუწყო ძებნა. იმ დროს მოსკოვის დიდ თეატრში იდგმებოდა ფრანგი კომპოზიტორის, შარლ გუნოს ოპერა „ფაუსტი“.  ჟაროვმა „უფროსობას“ ამ ოპერიდან „ჯარისკაცების მარშის“ გამოყენება შესთავაზა, მაგრამ პარტიულ ფუნქციონერებს „ბურჟუაზიული“ მელოდია ხელს არ აძლევდათ. ამის გამო ახალგაზრდა კომპოზიტორს, სერგეი კაიდან-დიოშკინს დაევალა მარშის გადამუშავება „საბჭოთა თარგზე“. ალექსანდრ ჟაროვის თქმით, ახალგაზრდა კომპოზიტორმა პირნათლად შეასრულა პარტიული დავალება: ოპერის მოტივი დაამუშავა და მოარგო პიონერულ საყვირს.




მარშმა არნახული პოპულარობა მოიპოვა პირველივე შესრულებიდან. სხვათა შორის, პოეტი და კომპოზიტორი ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ვერც ჟაროვი და ვერც კაიდან-დიოშკინი ვერ წარმოიდგენდნენ, თუ რამდენ ხანს იცოცხლებდა მათ მიერ შექმნილი სიმღერა.


კაიდან-დიოშკინმა გულაგშიც განაგრძო მუსიკალური საქმიანობა, რისი წყალობითა და იღბლიანი შემთხვევითობით, მოახერხა დახვრეტის თავიდან აცილება. კომპოზიტორის შვილიშვილი ოლგა სავენკოვა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა ცნობილი ბაბუის ბიოგრაფიას, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას სერგეი კაიდან-დიოშკინს  ცხოვრების უცნობ დეტალებზე ელაპარაკა. ოლგა სავენკოვას თქმით, ამ დეტალების შესახებ მას უამბო ელენა ვერჟბოლოვიჩ-შურმა, წლების განმავლობაში ბაბუის მეგობარმა ქალმა.




ახალგაზრდობაში, როგორც ამბობენ, ლამაზი და ექსტრავაგანტული ყოფილა - თურმე უყვარდა სამზარეულოში პიონერული ყელსახვევით ჯდომა და წერა... თითქმის ყველა ქალაქში, სადაც ცხოვრობდა, სიმღერას წერდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სპექტაკლებისთვის დაწერილი მუსიკის შთამბეჭდავ რაოდენობასა და სხვა ნაწარმოებებზე. ბაბუას საოცარი ხასიათი ჰქონდა, ყველგან მუსიკა შველოდა. პატიმრობაც გადაიტანა და - გადასახლებაც. რომ არა მუსიკის ვნებიანი სიყვარული, ის, რა თქმა უნდა, გატყდებოდა.


კაიდან-დიოშკინი დაიბადა 1901 წლის 23 ივნისს ვილნიუსში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები - „პიონერული მარში“. 1927-1930 წლებში სწავლობდა გნესინის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ელენა ფაბიანის ასულ გნესინას საყვარელი მოსწავლე იყო. წერდა რომანსებს პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკისა და სხვა ცნობილი პოეტების ლექსებზე, მაგრამ სახელი გაითქვა სწორედ პიონერული მარშის (პიონერული ჰიმნის) შექმნით.


„შენ ვისი ჯაშუში ხარ?“  – „პოლონეთის“. – „მე ინგლისის“

ბედის ირონიით სიმღერის ავტორისთვის ლურჯი ღამეები კოცონად აინთო უკიდურეს ჩრდილოეთში, პოლარული წრის მიღმა. 1930 წლის აგვისტოში კომპოზიტორი დააპატიმრეს, 1932 წლის იანვარში კი მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა როგორც „ტერორისა და საბოტაჟის მოწყობის უნარის მქონე კონტრრევოლუციონერს“. როგორც ჩანს, ვიღაცას შეშურდა  და დაასმინა კომპოზიტორი, რომელიც პირად საუბრებში თავს უფლებას აძლევდა,  კრიტიკულად ელაპარაკა საბჭოთა ხელისუფლების შესახებ.


თავიდან კაიდან-დიოშკინი სასჯელს იხდიდა ვიატლაგში, ხოლო 1936 წლის ოქტომბრიდან გადაიყვანეს ნორილაგში, სადაც 1940 წლამდე იჯდა. საბჭოთა ხელისუფლებამ კომპოზიტორი „სპეციალობის შესაბამისად“ დაასაქმა: ჩააბარა ბანაკის სასულე ორკესტრის ხელმძღვანელობა.


თუმცა, კომპოზიტორის დაპატიმრების სხვა ვერსიაც არსებობს. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი თამარა სლივინსკაია ნორილსკში 1938 წელს მოხვდა. 10 წელი მიუსაჯეს ხარბინში დაბადებისა და ცხოვრებისთვის. ნორილსკის ბანაკში თვითშემოქმედებითი ჯგუფების კონცერტებზე გამოდიოდა როგორც დეკლამატორი. ჭკვიანი, ცოცხალი და ძალიან მომხიბვლელი ქალიშვილი იქცა მრავალი შემოქმედი ადამიანის მუზად 1940-იან წლებში ნორილსკში. სერგეი კაიდან-დიოშკინს შეხვდა II ბანაკის განყოფილების კლუბში გამართულ კონცერტზე. ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, კომპოზიტორის გათავისუფლების შემდეგ კი წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. სლივინსკაიამ დატოვა მოგონებები, სადაც სერგეი კაიდან-დიოშკინსაც იხსენებს.




თამარა ივანოვნას თქმით, კაიდან-დიოშკინი მას უყვებოდა, რომ ის იყო დაზვერვის აგენტი პოლონეთში. ერთ დღეს, კონსპირაციის წესების დარღვევით, მასთან მივიდა საბჭოთა აგენტი თხოვნით, გადაეცა გერმანელებისგან მიღებული მონაცემები, რადგან შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ. სერგეი ფედოროვიჩმა შეასრულა ეს მოთხოვნა და ამით წერტილი დაუსვა მზვერავის კარიერას: ის მოსკოვში გაიწვიეს და დააკავეს... თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი საბუთები ვერ მოიძებნა.


თამარა სლივინსკაიამ ასევე ისაუბრა ორმაგი გვარის - კაიდან-დიოშკინის წარმომავლობაზე:


„ბავშვობაში ბოისკაუტი იყო, ამიტომაც მიიწვიეს პიონერული საქმეების საკეთებლად. სწორედ მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე. მისი ნამდვილი გვარი დიოშკინია, ქორწინების შემდეგ კი ცოლის გვარი - კაიდანიც აიღო. როცა ეს დედამისმა შეიტყო, ატირდა: „სერიოჟენკა, იცი, რას ნიშნავს „კაიდანები“ უკრაინულად? კაიდანები - ეს ბორკილებია! რატომ დაიდე ბორკილები ნებაყოფლობით? ცოლმა რატომ არ აიღო შენი გვარი?“


ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. მალე ისინი დაშორდნენ.




- ლაგერში ცხოვრების პერიოდზე ჩვენი ოჯახისთვის ცნობილია ასეთი ამბავი, - ამბობს ოლგა სავენკოვა, - ერთხელ სერგეი ფიოდორის ძე ორკესტრთან ერთად უკრავდა პორტში, სადაც ეტაპით ჩაყვანილ ახალ პატიმრებს შორის თავისი ძმა, გიორგი შეამჩნია. ძმებმა სევდიანად იხუმრეს:


- გამარჯობა! შენ ვისი ჯაშუში ხარ?

- პოლონეთის.

- მე კი - ინგლისის.


მოგვიანებით, სერგეი კაიდან-დიოშკინმა შეიტყო, რომ მისი მეორე ძმა, ლეონიდი, დახვრიტეს 1938 წელს.


- ბაბუამ დაპატიმრებამდე მიატოვა ოჯახი, მაგრამ მისი ყოფილი ცოლი, ოლესია კაიდანი (ჩემი ბებია) და მისი ცხოვრების სიყვარული, ელენა ვერჟბოლოვიჩ-შური სულ უგზავნიდნენ ბანაკში ნოტების ფურცლებს და თბილ ტანსაცმელს. დიდწილად, სწორედ მათმა ზრუნვამ გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს. ბებია ოჯახს აკლებდა ყველაზე საჭირო ნივთებს, რათა ქმრისთვის გაეგზავნა ბანაკში. მან ქმარს აპატია ღალატიც და გადატანილი განსაცდელიც, მაგრამ დედაჩემმა (კომპოზიტორის ქალიშვილმა) ვერ აპატია ის, რომ ჩემი ბებია წელს იწყვეტდა რამდენიმე სამსახურში და ორმოცი წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა, - იხსენებს ოლგა სავენკოვა.


"რეაბილიტირებული დავბრუნდები"

ოლგას თქმით, მისი ბაბუა იყო სიმპათიური, ნიჭიერი და საშინლად არასერიოზული ადამიანი. ოჯახში შემორჩენილია მისი მეგობარი ქალის, ელენა ვერჟბოლოვიჩ-შურის ჩანაწერები და ცოლის, ოლესიას წერილი, რომლის ადრესატი ქმრის საყვარელია.


„ოლესია 1935 წელს გარდაიცვალა ნერვული გამოფიტვისგან (დაბრმავდა და დაყრუვდა), - წერს ელენა ოლესიაზე, - სიკვდილის წინ შეაჩვენა ქმარი, ქალიშვილ ინოჩკას მისი მამად მიღება აუკრძალა, ოლესია კი გადაღლილობამ მოკლა...  თვითონ მომწერა ამის შესახებ ანუ იმაზე, რომ არ მიაჩნია სერიოჟა ახლობელ ადამიანად და, რომ სთხოვს, არ დაივიწყოს, რომ ისინი დიდი ხანია განქორწინებული არიან“.


აი, ოლესიას მიერ ელენასთვის გაგზავნილი წერილი:


"ძვირფასო ლელია (ელენა)! მაპატიეთ, რომ მოგმართავთ, მაგრამ ახლა ისევ საწოლში ვარ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისე მალე გამოვჯანმრთელდე, რომ შევასრულო სერიოჟას თხოვნა წიგნების თაობაზე. ამიტომ, გიგზავნით მისი წერილის ნაწილს. ვფიქრობ, რომ ფულის უქონლობის გამო, უნდა მიიღოთ მისი წინადადება და გაგზავნოთ მისი შეკვეთა ადრესატის ანგარიშსწორების გარანტიით. არ გიგზავნით  წერილს სრულად, რადგან იმდენად აღმაშფოთა მან, რომ მაშინვე გავანადგურე. წერილი წმინდად „ოჯახური“ იყო და ვვარაუდობ, რომ მან დაივიწყა, დიდი ხნის განქორწინებულები რომ ვართ, რაც მე კარგად მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება. დანარჩენი წერილში საინტერესოა მხოლოდ ის, რომ  ცოცხალია (ჩვენი შიშის წინააღმდეგ) და არაფერი სჭირდება.


კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომართვისათვის.

ო. კაიდანი

P.S. სეროჟას წერილები აღარ მაინტერესებს. ეს ისე, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად".


აქვეა კომპოზიტორის წერილის ნახსენები ფრაგმენტი:


"... რეაბილიტირებული დავბრუნდები.

კარგი, საკმარისია ამაზე ლაპარაკი. ცოტას ჩემს ცხოვრებაზე გეტყვი. აქ არქტიკაა. ახლა სასტიკი ქარბუქი მძვინვარებს. ძლივს მივაღწიე სასადილო ოთახამდე და ძლივს დავბრუნდი უკან. ვცხოვრობ ნორილსკიდან 120 კილომეტრში, უსასრულო ტუნდრაში... დაწვრილებით მომწერე ყველაფერი. შეატყობინე ლელია ვ.-ს ჩემი მისამართი. ეს ჩემი პირველი წერილია აქედან დიდ მიწაზე გამოგზავნილი. არაფერი არ მჭირდება. ვითხოვ მხოლოდ შემდეგს:



1. ინსტრუმენტირებას სასულე ორკესტრისათვის

2. ინსტრუმენტირებას სიმფონიური ორკესტრისთვის

3. ინსტრუმენტირებას ჯაზორკესტრისთვის

4. მუსიკის თეორიას

5. მუსიკის ისტორიას

6. სადირიჟორო ხელოვნების ისტორიას და თეორიას



ეს წიგნები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი გამოგზავნა შესაძლებელია ჩემი ხარჯით მისამართზე: ნორილსკი, ტაიმირის ოლქი, ნორილსკსტროი, IV განყოფილება, კულტბაზა, სასულე ორკესტრის ხელმძღვანელს.

გელოდები. შენი სერიოჟა".


"პოლარული ზღვების ძმა"

1940 წელს სერგეი კაიდან-დიოშკინი გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დასახლდა კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთში. მუშაობდა იგარსკის თეატრში, ასწავლიდა ჩრდილოეთის ხალხთა პედაგოგიურ სასწავლებელში, ნორილსკის თეატრში. 1943 წლიდან 1956 წლამდე მუშაობდა ტუვის დრამატულ თეატრსა და კრასნოიარსკის პუშკინის სახელობის თეატრში, სადაც ხელმძღვანელობდა მუსიკალურ განყოფილებას, ასწავლიდა კრასნოიარსკის მუსიკალურ სასწავლებელში. კრასნოიარსკში დაწერა მუსიკა თორმეტი სპექტაკლისთვის: დაწყებული ტურგენევის „აზნაურთა ბუდიდან“, დამთავრებული საბჭოთა დრამატურგების პიესებით. ენისეის სამდინარო ნაოსნობის ვეტერანის იგორ ტასკინის მოგონებების თანახმად, როდესაც კაიდან-დიოშკინი ცხოვრობდა კრასნოიარსკის მხარეში, მან დაწერა მელოდია სიმღერისთვის „ენისეი - პოლარული ზღვების ძმა“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნაოსნობის თანამშრომელთა შორის.


„ეს სიმღერა ძალიან უყვარდათ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ჩემნაირ მემდინარეებს. ის ჟღერდა ყველგან ომის შემდგომ წლებში და ხშირად საცეკვაო საღამოები ამ ლამაზი მელოდიის ჰანგებით იხსნებოდა...“ - თქვა იგორ ტასკინმა.


1956 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, სერგეი კაიდან-დიოშკინს მიეცა ციმბირის დატოვების შესაძლებლობა.




- გარკვეული პერიოდი პროკოპიევსკში მუშაობდა, 1959 წელს კი ქალაქ ველიკიე ლუკიში გადავიდა საცხოვრებლად, - ამბობს ოლგა სავენკოვა, - აქ დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის „კრემლის ზარები“, „ინტერვენცია“, „თოფიანი კაცი“ და სხვა. იგი ხელმძღვანელობდა ველიკოლუკის დრამატული თეატრის მუსიკალურ განყოფილებას და იყო ბალეტის კონცერტმაისტერი. მოსკოვში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ჩადიოდა ხოლმე, როცა პიონერები ჰპატიჟებდნენ და ამით ძალიან ამაყობდა. ბაბუა გარდაიცვალა 1972 წლის 3 ნოემბერს ველიკიე ლუკიში. მის ცხოვრებაში ბევრი საიდუმლო იყო, ერთ დროს აქტიურად ვიყავი დაკავებული მისი ბიოგრაფიის შესწავლით, მაგრამ შედეგად უფრო მეტი კითხვა დამიგროვდა, ვიდრე პასუხი მივიღე. 2011 წელს ვესტუმრე ველიკიე ლუკისაც, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ვაპირებდი ჩასვლას. გაირკვა, რომ ალექსანდრე მატროსოვის სახელობის პიონერთა და სკოლის მოსწავლეთა სახლში არის მემორიალური დაფა, შიგნით კი კიდია სტენდი მისი ფოტოებითა და ცხოვრების აღწერით. ამბობენ, რომ ბაბუამ მნიშვნელოვანი თანხა გაიღო ამ შენობის გაფართოებისთვის, მაგრამ ალბათ ესეც ერთი მორიგი მითია. მითები ხომ ასე ძალიან უყვარდა მას. საფლავის პოვნაშიც პიონერთა სახლის თანამშრომლები დაგვეხმარნენ.


ბანაკის "ტუტუცთა" შორის

- პირველად კაიდან-დიოშკინის ხსენებას წავაწყდი ვიტალი ბაბიჩევის სტატიაში გაზეთ „ზაპოლიარნაია პრავდას“ 1989 წლის 28 ნოემბრის ნომერში“, - ამბობს ალექსეი ბაბი, კრასნოიარსკის საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე. - ბაბიჩევი იყო მესაყვირე, რომელიც კაიდან-დიოშკინმა თავის ორკესტრში წაიყვანა ნორილაგში, სადაც ისინი ერთად ისხდნენ. აი, რას იხსენებს ის:


 „კომპოზიტორი სერგეი კაიდან-დიოშკინი II ნორილსკის მსხვერპლად უნდა ქცეულიყო. იყო ადგილი ტუნდრაში, სპეციალური ბანაკი, სადაც ტყვეები დასახვრეტად მიჰყავდათ. კომპოზიტორი ხელმძღვანელობდა სასულე ორკესტრს, რომელიც ძირითადად ემსახურებოდა შინსახკომის თანამშრომლებს. ერთხელ, დიდი დღესასწაულის წინ, კაიდანი ღამით წაიყვანეს, სხვა მუსიკოსები კი გაგვაფრთხილეს, რომ ხვალ ზეიმებზე დასაკრავად მოვმზადებულიყავით, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვთქვით, რომ კაიდანის გარეშე არ დავუკრავდით. დაგვემუქრნენ, თუმცა მუქარამ არ გაჭრა. გასართობი ღონისძიებები რომ არ ჩაშლილიყო, პასუხისმგებელი პირები იძულებული გახდნენ, დაებრუნებინათ. რომ მოიყვანეს, სრულიად გაჭაღარავებული იყო“.


ალექსეი ბაბის თქმით, 1998 წლიდან, როდესაც მემორიალის ვებსაიტის კეთება დაიწყო, კომპოზიტორზე სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხვდებოდა, თუმცა მისი ბიოგრაფიის სისტემატური შესწავლით არ დაკავებულა.


- ცნობილია თუ არა, კონკრეტულად რისთვის გაასამართლეს?


- მუხლი 58.8 - „საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების ან მუშათა და გლეხთა რევოლუციური ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების ჩადენა და მონაწილეობა ამ აქტების განხორციელებაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებს“ - საკმაოდ იშვიათი მუხლია. 58.11-ე მუხლთან ერთად შეფარდება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მას ბრალი ედებოდა არა მხოლოდ პერსონალურ ტერორიზმში, არამედ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ტერორიზმში, რაც ძალიან სერიოზული ბრალდებაა, ამისთვის ხშირად სიკვდილით სჯიდნენ. თუმცა, ვერანაირი დოკუმენტური მონაცემები ვერ ვიპოვე, კონკრეტულად რაზე გაასამართლეს. დიდი ალბათობით, ეს იყო „ტროიკის“ განაჩენი. დასახვრეტთა სიებში, რომლებიც ოდესღაც კრასნოიარსკის ტერიტორიის უსაფრთხოების სამსახურმა გადმოგვცა, მისი გვარი არ არის. შესაძლოა, „ტროიკების“ ოქმებში იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა დოკუმენტის დამუშავება და  ელექტრონულ ბაზაში შევიყვანა, ვერ მოვასწარით. ამიტომ, საკითხი ღიად რჩება.




- შეიძლება ითქვას, რომ მუსიკამ იხსნა სიკვდილისგან?


- ის, რომ დასახვრეტად წაიყვანეს და შემდეგ დააბრუნეს, უნიკალური ამბავია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცოცხალი გამოვიდა ნორილაგიდან, საკმაოდ ბუნებრივია, რადგან ის მოხვდა „ბანაკის ტუტუცთა“ შორის. ეს არის წმინდა „ლაგერული“ ტერმინოლოგია, რომელიც იმ დროში არსებობდა და ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა შეძლო თავი დაეღწია საერთო სამუშაოებისთვის და უფრო იოლი საქმე ეკეთებინა: სამზარეულოში, თეატრში, ორკესტრში და ა.შ. ის რომ დარჩენილიყო საერთო სამუშაოებზე, გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ექნებოდა. გადარჩენილთა უმეტესობა გადარჩა სწორედ იმიტომ, რომ  შეძლეს თავი აერიდებინათ უმძიმესი ფიზიკური შრომისათვის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Брянская студентка стала призёром чемпионата «Абилимпикс»

Сергей Собянин рассказал о достижениях и проектах Главархива Москвы

Ликсутов рассказал о новом учебном центре для фармкомпаний ОЭЗ «Технополис Москва»

На проспекте Столыпина высаживают деревья

Музыкальные новости

Мультфильм «Три богатыря и пуп Земли» получил премию «ТЭФИ-Kids»

Компания «Мария» рассказала о новых решениях для девелопмента на конференции Московского Бизнес-клуба

МТС интегрирует «Фиксиков» в детские сервисы

Теннисистки Соболенко и Рыбакина сыграют в одной группе на Итоговом турнире

Новости России

Лазарев, легенды 90-х и культовые рок-оперы: как интересно провести ноябрь в Новосибирске — большая афиша НГС

Ликсутов рассказал о новом учебном центре для фармкомпаний ОЭЗ «Технополис Москва»

Врач Мухина: пожилым нельзя есть слишком соленые сыры

В бюджет заложили 180 миллиардов рублей на благоустройство городов

Экология в России и мире

В международный день врача прошла премия THE MEDICAL STARS AND BEAUTY AWARDS

Всероссийский форум наставников NAST RANEPA прошел в Marins Park Hotel Ростов

РЕАЛЬНАЯ ПРЕМИЯ MUSICBOX возвращается: 20-летие канала в ритме хитов

Слушатель «Авторадио» едет в Абу-Даби на «Формулу-1»

Спорт в России и мире

«Почему ты такая низкая?» Арина Соболенко пошутила над известной теннисисткой. Видео

Париж (ATP). 2-й круг. Рублев сыграет с Серундоло, Алькарас – с Харри, Циципас встретится с Табило, Рууд – с Томпсоном

Рахимова обыграла Приданкину и вышла в 1/4 финала турнира WTA в Цзюцзяне

Познер о включении Шараповой в Зал славы: «Представители тенниса умнее и дальновиднее своих коллег по другим видам спорта»

Moscow.media

Всемирный день городов: «Грузовичкоф» расширяет горизонты

В честь исполнителя роли Шурика из "Операции "Ы" назвали улицу в Екатеринбурге

В Мытищах состоялась отчетно-выборная конференция профсоюза жизнеобеспечения

28 октября состоялось расширенное заседание Экспертного совета по совершенствованию законодательства в социальной сфере под руководством заместителя Председателя Госдумы РФ Анны Юрьевны Кузнецовой











Топ новостей на этот час

Rss.plus






Популярный нынче диагноз СДВГ: что такое синдром дефицита внимания и кто ему подвержен

1 ноября в Москве ожидается облачная погода, пройдут осадки

Ликсутов рассказал о новом учебном центре для фармкомпаний ОЭЗ «Технополис Москва»

Зарубежные СМИ сообщили о недовольстве Китая из-за укрепления связей России и КНДР