Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თებერვალში ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნას გამართავს

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ თებერვალში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო მანევრები გაიმართება უკრაინის საზღვრის, და, ასევე, ნატოს აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს.


17 იანვარს, ბელარუსის სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრისას, ლუკაშენკამ თქვა, რომ წვრთნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დანიშნული. მას არც ის დაუკონკრეტებია რამდენი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მანევრებში. ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალიაქსანდრ ვოლფავიჩმა მოგვიანებით სააგენტო BelTA-ს უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა და აღჭურვილობამ უკვე დაიწყეს ჩასვლა ბელარუსში.


ამ განცხადებების ფონია ბოლო თვეებში დაძაბულობის ზრდა დასავლეთსა და მოსკოვს შორის, უკრაინის უსაფრთხოების საკითხის გარშემო. კიევი ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელსაც 13,200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ. რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, და კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მზადება პოტენციური შეჭრისთვის - რასაც მოსკოვი უარყოფს.


პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აგრძელებს თავისი მოკავშირის, ლუკაშენკას მხარდაჭერას დასავლეთთან შექმნილ უთანხმოებაში. დაძაბულობას იწვევს  ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლითაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს პრეზიდენტობა და რომელსაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus