Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კორონავირუსის გამო ცხინვალში სკოლების და ბაღების დახურვა დაიწყეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა, ასევე ცალკეული კლასები და ჯგუფებიც იხურება. 17 იანვარს ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო რამდენიმე სკოლასა და ბაღში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.


„დღეიდან პირისპირ გაკვეთილების ჩატარება შეჩერებულია კადეტთა სკოლაში, ხელოვნების ლიცეუმში, მეორე სკოლაში და გიმნაზია „ალბიონში". ასევე დროებით იკეტება ორი ჯგუფი ცხინვალის მე-20 და მე-11 საბავშვო ბაღებში“, - აცხადებენ სამინისტროში. მათ განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინში გადავიდა ცხინვალის მე-6 სკოლის ერთი კლასი და მე-18 საბავშვო ბაღის საშუალო ჯგუფი. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სასწავლო პროცესი ერთი კვირის წინ აღდგა და მაშინ ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი გაიხსნა.


რაც შეეხება ეპიდემიურ ვითარებას, ორშაბათის მდგომარეობით, ცხინვალის სამედიცინო ცენტრის „წითელ ზონაში" 33 ადამიანი მკურნალობს, განუცხადა „რეს"-ს ცხინვალის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ზარინა ტუაევამ. მისი ცნობით, ოთხი ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ამ დროისთვის ამბულატორიულად 165 ადამიანი მკურნალობს. გასული კვირის განმავლობაში დე ფაქტო სანიტარული სამსახურის ლაბორატორიაში კოვიდით ინფიცირებული 180-ზე მეტი მოქალაქე გამოვლინდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus