Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

” ნაციონალური მოძრაობა”: ზურაბ აზარაშვილმა და დავით ფაცაციამ დაკავებული თანამდებობები დატოვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის დავით ფაცაციას მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სანატრიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა მოქალაქეს.

პარტია ითხოვს, საქმის მაქსიმალურ ღიაობას და აღნიშნავს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები.

“გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ვუსამძირებთ ოჯახს და მთელს საქართველოს. იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.

დღეს ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს. დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით – ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარაოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები. დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus