Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოქალაქეები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

საქართველოს მთავრობას: გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან – მოქალაქეები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და სოციალურ ქსელში პეტიცია შექმნეს. პეტიციის ავტორი სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.

პეტიციაში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი დგამს:

კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

“ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან”, – ნათქვამია პეტიციაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus