Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოცაგენტებისთვის შეთავაზებულ ანაზღაურებას ჯანდაცვის მინისტრი „ადეკვატურს“ უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება ადეკვატურია. ამის თაობაზე მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, როდესაც მას გაფიცული სოცაგენტების პრობლემების თაობაზე ჰკითხეს.


 „სოციალურ აგენტებს რაც შეეხება, მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის  და ხელფასის გარდა კიდევ, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ  შევსებულ დეკლარაციაზე  6-დან 10  ლარამდე გავზარდეთ. მე გეტყვით რა არის მოცემულობა და აქედან გამომდინარე მიხვდებით ეს არის თუ არა ადეკვატური . ჯამურად,  კომპენსაციის  ჩართვით,  შეუძლიათ თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული იმასთან შედარებით, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე  ეს ხელფასი არის ადეკვატური“,-  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


სოციალური აგენტებმა, რომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, ჯანდაცვის სამინისტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 100%-იან ზრდას მოითხოვენ. 


სოციალური აგენტები გამოეხმაურნენ მინისტრის განცხადებას და ამ განცხადებას უწოდეს "არაადეკვატური" ვინაიდან მათი თქმით, მინისტრს მათი საქმიანობის შესახებ არ აქვს გამოცდილება.




სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ორივე ტიპის ანაზღაურების გათვალისწინებით სოციალურ აგენტებს ჯამში თვეში 400 ლარამდე ოდენობის ანაზღაურება გამოსდით.


სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. ხელფასი 60%-ით. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus