Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკანის ამ პოსტიდან გადაყენებას საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით თხოვენ მოქალაქეები. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. პეტიცია 17 იანვარს შეიქმნა.


პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლების გარდა, დროა საქართველოს კულტურის სისტემაც განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.


პეტიციის ავტორი და ხელმომწერები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არსებულ 4 ტენდენციაზე აკეთებენ აქცენტს:



საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნება;
პროფესიონალების გათავისუფლება იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარი თქმა და დაუსაბუთებელი, ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობა, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების, ასევე მუზეუმის კოლექციების დაზიანებასაც.
კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;


კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციის შედგენას წინ უძღოდა აქციის დაგეგმვა სამინისტროსთან, რომელიც კულტურის სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო 21 იანვარს გაიმართება. სამინისტროს დაქვემდებარებულ ამ ორ უწყებაში არაერთი სტაჟიანი მეცნიერი გასულ კვირაში სამსახურიდან გაათავისუფლეს. 


17 იანვარს კი სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ლიტერატურის მუზეუმის მიერ  2021 წლის მიწურულს გამოცემული წიგნის შესახებ. განცხადებაში სამინისტრო მუზეუმს შეცდომისკენ მიუთითებს და ამ საკითხის ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან, ლაშა ბაქრაძესთან "სერიოზულად განხილვას" გეგმავს. 








კულტურის სამინისტრო, მას შემდეგ რაც 2021 წლის გაზაფხულზე ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა და მისი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა, რომელიც არც საზოგადოებას და არც მედიას არ აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, პრესცენტრი არ პასუხობს ჟურნალისტებს სატელეფონო ზარებს და წერილებს. მინისტრის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშშიც მოხვდა, როგორც თავდასხმა მედიაზე და ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისების მცდელობა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. 






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus