Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Amnesty International-ი: ნავალნის დაპატიმრების წლისთავზე ის და მისი მომხრეები ჯოჯოხეთში იმყოფებიან

Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების წლისთავს აღნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობისადმი მიმართვით, ყველა ადამიანმა ერთობლივად მოუწოდოს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბოლო მოუღონ „რეპრესიების უპრეცედენტო კამპანიას“ ნავალნის მომხრეების მიმართ. ორგანიზაციის თანახმად, ამან რუსეთში გაანადგურა „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უკანასკნელი ნარჩენები“.


ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ნავალნი მოსკოვში დააკავეს ბერლინიდან ჩასვლის შემდეგ, სადაც ის 2020 წლის აგვისტოში მოწამვლის გამო მკურნალობდა, კრემლის მწვავე კრიტიკოსი, მისი მხარდამჭერები და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები „რეპრესიების დაუნდობელი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ,“ განაცხადა 17 იანვარს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მარი სტრაზერსმა.


მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის ორგანიზაციებს „ექსტრემისტულის“ სტატუსი მიანიჭეს და მათი ვებსაიტები დაბლოკეს.


ნავალნის ზოგიერთი თანამებრძოლი უცხოეთში გაიქცა პოლიტიკური დევნის შიშის გამო, „მაგრამ ახლა ისინი შიშობენ, რომ რუსეთში მათს ნათესავესაც ემუქრებათ უსაფუძვლო სამართლებრივი დევნა და პატიმრობა,“ თქვა სტრაზერმა და დასძინა:


„მისი დაპატიმრების წლისთავზე ნავალნი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტივისტები ნამდვილ ჯოჯოხეთში იმყოფებიან“.


ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, სადაც ის გერმანიიდან ჩავიდა. იქ ის სამკურნალოდ იმყოფებოდა.


სასამართლომ დაადგინა, რომ ის გერმანიაში ყოფნით არღვევდა მისთვის ადრე მისჯილ პირობით სასჯელს გაფლანგვის თაობაზე. ეს სასჯელი ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად. ამის შემდეგ ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი პატიმრობა რეალური პატიმრობით შეუცვალეს.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან, რომელსაც კინაღამ ემსხვერპლა, თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus