Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ინსპექტორი "საშიშ პრეცედენტად" მიიჩნევს სასამართლოს მიერ ჯარიმების გაუქმებას "სააკაშვილის ვიდეოზე"

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითად გაუქმდა პენიტენციური სამსახურისთვის გამოწერილი ჯარიმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო. ინსპექტორის აპარატი ამ გადაწყვეტილებას "საშიშ პრეცედენტად" მიიჩნევს, რომელიც უარყოფითაც აისახება სხვა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე და გავლენას მოახდენს საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტზე. 


სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მიიჩნევს, რომ მათი გადაწყვეტილება, როგორც პენიტენციური სამსახურის, ასევე იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებისას მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებისას იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ადგილობრივ კანონმდებლობას და აპირებს გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2021 წლის მიწურულს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, 1 მარტიდან უქმდება, უწყება იმედს იტოვებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაჩქარებულ ვადებში ჩაბარდებათ და მოესწრება მისი გასაჩივრება და განხილვა სააპელაციო სასამართლოში. 




დღეს, 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.


აღნიშნულს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. უწყებებს ინსპექტორმა დააკისრა ჯარიმა და ვალდებულება, წაეშალათ ოფიციალურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ  მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსხურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გაასაჩივა ისე, რომ არ წაუშლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა. 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus