ყაზახეთში მღელვარების შემდეგ, ნაზარბაევის ნათესავები კვლავ კარგავენ თანამდებობებს
ყაზახეთის მეწარმეთა სახელმწიფო ქარტიამ, ატამეკენმა, 17 იანვარს გამოაცხადა, რომ გადადგა მისი ხელმღვანელი, ტიმურ კულიბაევი - ნაზარბაევის ერთ-ერთი სიძე. კულიბაევი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ნავთობის მქონე ყაზახეთში, და ნაზარბაევის მეორე ქალიშვილზე, დინარაზეა დაქორწინებული.
ამავე დღეს პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გაავრცელა ბრძანება ნაზარბაევის ძმისშვილის, სამატ აბიშის გათავისუფლების შესახებ ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან.
მანამდე ნაზარბაევის კიდევ ორი სიძე გათავისუფლდა წამყვანი თანამდებობებიდან ქვეყნის ორ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებში.
ყაზახეთის ნაწილებში კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაწესდა იანვრის დასაწყისში, სისხლიანი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. ყაზახეთის ოფიციალურმა უწყებებმა ახლახან გამოაცხადეს, რომ მღელვარებას ემსხვერპლა სულ მცირე 225 ადამიანი, მათ შორის 19 სამართალდამცველი. უფლებადამცველთა ნაწილის თქმით, მსხვერპლთაგან ბევრი იყო უბრალო გამვლელი, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ საპროტესტო გამოსვლებთან.