კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3 656 ახალი შემთხვევა
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 29 711ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3 656 შემთხვევა. 3 066-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა.
17 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 12.31 %,; ბოლო 7 დღის - 9.69%; ბოლო 14 დღის - 9.64%.