Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაფიცული სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

სოციალური აგენტებმა, რომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, ჯანდაცვის სამინისტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში საქართველოს მასშტაბით დასაქმებული სოციალური აგენტები მონაწილეობენ.


აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება, რომელიც სოცაგენტებისთვის ხელფასის 60%-იან ზრდას შეეხებოდა მათთან არ იყო შეთანხმებული. სოცაგენტები, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელფასის 100%-იანი ზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამბობენ რომ ხელფასის დაპირებული ოდენობით ზრდა მიუღებელია, ამასთან არ ენდობიან ხელისუფლებას.


„დაპირებები გვესმის დაახლოებით 4 წელია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ დაპირებები დაპირებებად რჩება. ჩვენ დაპირებას ვერ ვენდობით, ეს არის დასაქმებულების პოზიცია. ჩვენ გვინდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუმცა ის, რაც გავრცელდა სოციალური ქსელით, სააგენტოს მიერ, თავად ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან შეთანხმება არ მომხდარა. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, რაც გავრცელდა მატებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის არასაკმარისია, ჩვენ ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას. იმ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ მოთხოვნებზე, იმ სხვა მოთხოვნებზე, რომელიც ჩვენ ასევე გვქონდა, ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროტესტს", - განაცხადა დავით ომსარაშვილმა.




სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება, ამის თაობაზე განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ 16 იანვარს გაავრცელა.


„ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად  700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.


ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს  დაბალი და საშუალო რგოლის  1000-მდე  თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.“,- ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.




სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ორივე ტიპის ანაზღაურების გათვალისწინებით სოციალურ აგენტებს ჯამში თვეში 400 ლარამდე ოდენობის ანაზღაურება გამოსდით.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus