აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლიერების ეროვნულ დღესასწაულზე ორი ინდაური, რომელიც „მადლიერების დღის“ კერძისათვის იყო განწირული. რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ინდაურები სახელად არაქისის კარაქი და კონფიტიური, ვაშინგტონში ინდიანიდან ჩაიყვანეს.
დღესასწაულის შემდეგ ინდაურებს დააბრუნებენ ისევ ინდიანაში, სადაც ისინი ერთ-ერთ საშენში მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას.
მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. მისი წარმოშობა უკავშირდება 1621 წელს, როცა ინგლისელ ახალმოსახლეებს პლიმუტში, შემდგომში ინდიელებად წოდებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, კარტოფილსა და პომიდორთან ერთად ფრინველის ხორცი მიართვეს. ამ ფრინველს მომავალში "ინდაური" დაერქვა. თავის მხრივ, ახალმოსახლეებმა მოსავლის აღების შემდეგ სუფრა გაშალეს და ინდიელებიც მიწვიეს. ამ დღეს ჩვენი თანამედროვე ამერიკელებიც მადლიერებით იხსენებენ ყოველივე კარგს, რაც განვლილი წლის მანძილზე შეემთხვათ.