Добавить новость

В Подмосковье установили около 1 км ограждений вдоль ж/д путей с января

Дептранс обновил расписание занятий на речных вокзалах

Кондитерский складской комплекс строят в Егорьевске

Детский сад с собственным кинозалом строят в Мытищах



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აზერბაიჯანელები ეჭვით უყურებენ დაბრუნებულ ტერიტორიებზე კვლავ დასახლებას

გორაკებს შორის კოხტად განლაგებულა ახალაშენებული მწვანედ და თეთრად შეღებილი სახლები. მათ ღობის წინ ჩაუდის გზა ახალდაგებული ასფალტით. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სოფელ აგალიში მდებარე ამ შენობებში მალე შესახლდებიან ადგილნაცვალი აზერბაიჯანელები, რომლებიც 27 წლის წინ ცხოვრობდნენ აქ.


20-21 ოქტომბერს ილჰამ ალიევი ესტუმრა ზანგილანს - ერთ-ერთ ოლქს, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება და რომელსაც 1993 წლიდან აკონტროლებდნენ სომხები. შარშან შემოდგომაზე კი ექვსკვირიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა კვლავ დაიბრუნა ეს ტერიტორია. ვიზიტისას ალიევმა განაცხადა, რომ ოლქში „ახალი ეპოქა“ იწყება. აგალიში სახლების მშენებლობა კვლავაც გრძელდება.


მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შედეგად ადგილნაცვალი აზერბაიჯანელებისთვის სანატრელი უნდა იყოს შინ დაბრუნება. მაგრამ ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, რომ ლტოლვილებს შინ დააბრუნებენ, ბევრი მათგანი ამას ეჭვით უყურებს. მათი თქმით, ჯერ არ აშენებულა საკმარისი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები. ყველაზე მეტად ხალხს ის აფიქრებს, რომ რეგიონში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული, არ იქნება საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები.


 


„ჭკვიანი სოფლები“


აგალი, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში დაიკავეს სომხეთის ჯარებმა, ამჟამად რეგიონის განახლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ესაა ზანგილანის ოლქის პირველი მშენებლობა, რომელსაც ალიევმა „ჭკვიანი სოფლის“ პროექტი უწოდა.


„ჭკვიანი სოფლის“ კონცეფციას აზერბაიჯანის მედია ფართოდ უწევს რეკლამას. პროექტზე ამბობენ, რომ მისი მიზანია ტრადიციული სოფლების გაახალგაზრდავება და მათი დაკავშირება ციფრულ და ეკოლოგიურ ტექნოლოგიებთან.


„ზოგი შენობა მზადაა,“ თქვა ალიევმა, „და მომავალი წლის დამდეგს, შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს, ვეცადოთ ზანგილანში ზანგილანის მოსახლეობის დაბრუნება.“




გაეროს თანახმად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი ომის პერიოდში, 1988-1994 წლებში, დაახლოებით 860 ათასი ადამიანი გაიქცა სომხეთიდან და აზერბაიჯანის იმ რეგიონებიდან, რომლებიც სომხეთის ჯარებმა დაიკავეს.


როგორც აგალის ოლქის მმართველობის წარმომადგენელმა, გარაი ჰუსეინოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისმა უწყებამ, რომელიც დევნილობაში განაგრძობდა არსებობას, უკან დასაბრუნებელი ხალხის სია შეადგინა.


ჰუსეინოვის თქმით, აგალის ახალ დასახლებაში 200 სახლი ააშენეს. ესაა სამ-, ოთხ- და ხუთოთახიანი სახლები და ისინი მოთხოვნილების მიხედვით დაურიგდებათ ოჯახებს.


 


„როგორ გავიტანოთ თავი საარსებო საშუალების გარეშე?“


ზოგი ადგილნაცვალი პირი, რომელიც აგალიდან განდევნეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, განაცვიფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ დასახლება თითქმის დასრულებულია.


51 წლის რაჰიბ დუნიამალიევი წარმოშობით აგალიდანაა, ახლა ის ბაქოში ცხოვრობს. მისი თქმით, აგალიში მშენებლობის შესახებ არაფერი გაეგო, სანამ პრეზიდენტის გამოსვლას მოისმენდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ოლქის ხელმძღვანელობიდან და უთხრეს, რომ სოფელში დაბრუნება შეუძლია. მაგრამ დუნიამალიევს ბევრი უპასუხო კითხვა აქვს.




„საარსებო საშუალების გარეშე როგორ გავიტანოთ თავი?“ - კითხულობს დუნიამალიევი. „როგორ ვიცხოვროთ იქ ჩვენი ოჯახებით, როცა იქ სამუშაო არ არის?“ ის ასევე ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 0,5-1 ჰექტარ მიწას მიიღებენ. მისი აზრით, დამატებითი დახმარების გარეშე ამ მიწის გამოყენებას ვერ შეძლებენ. „კარგი იქნებოდა, ადაპტაციის პროცესი ნელი რომ იყოს,“ თქვა მან.


ზანგილანი და სხვა რაიონები, რომლებიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება, კვლავ ბაქოს კონტროლს დაექვემდებარა საზავო შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის 44-დღიანი ომის შემდეგ.


მანამდე ამ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ ეთნიკური სომხები, რომლებიც ამ რეგიონს სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო „უსაფრთხოების ზონად“ მიიჩნევდნენ. ზანგილანის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო, ყოფილი აზერბაიჯანული სახლები დარბეული და გამოშიგნული, მათი ნანგრევები დღემდე იარებად ატყვია იქაურ ლანდშაფტს. 1993 წლის შემდეგ ზოგიერთი ეთნიკური სომეხი გადასახლდა ზანგილანში, სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე რაიონებში, მაგრამ შარშანდელი ომის შემდეგ მათმა უმრავლესობამ იქაურობა დატოვა.


ადგილნაცვალ პირებს იმ ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან განსხვავებული სტატუსი ჰქონდათ, რომლებმაც საკუთრივ სომხეთის ტერიტორია დატოვეს 1980-იანი წლების ბოლოს. აზერბაიჯანში ლტოლვილთა პირველ ტალღას უფრო მეტი სიმპათიით ეკიდებოდნენ და მათ ხშირად ასახლებდნენ სახლებში, რომლებიც გაქცეულ ეთნიკურ სომხებს ეკუთვნოდათ.


რაც შეეხება ადგილნაცვალ პირებს, რომლების აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიებიდან აიყარნენ, ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ გაურკვეველ ვითარებაში. მთავრობა მათ ჰპირდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი, სომხეთიდან ლტოლვილებისგან განსხვავებით, შინ დაბრუნდებოდნენ. ქვეყნის უზარმაზარი ენერგორესურსების მიუხედავად, ადგილნაცვალი პირების დიდი ნაწილი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა - ხშირად მათ ვაგონებსა და კონტეინერებში უწევდათ ცხოვრება.


შარშანდელი ომიდან ცოტა ხნის შემდეგ ზოგი ადგილნაცვალი პირი შეეცადა კვლავ დასახლებულიყო დაბრუნებულ ტერიტორიებზე, ბევრს უბრალოდ აინტერესებდა, რა მოუვიდა მათ სახლებს. ბევრი მათგანი სომხეთის ჯარების მიერ დანაღმულ გზებზე აფეთქდა. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამ გზების განნაღმვას ათ წლამდე შეიძლება დასჭირდეს.


აგალის წარმომადგენელმა ჰუსეინოვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, რომ უნდა დამტკიცდეს უკან დასაბრუნებელი ადამიანების სია და უნდა შედგეს ხელახლა განსახლების გეგმა. ამ გეგმის თანახმად, დაბრუნებულ ტერიტორიებზე ჯერ ხანდაზმულები უნდა ჩავიდნენ, ბავშვიანი ოჯახები კი უფრო მოგვიანებით - როცა სკოლის მშენებლობა დასრულდება.


მიუხედავად ხალხის შიშისა და გაურკვევლობისა, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, დაბრუნებულ ტერიტორიებზე დაჩქარებული წესით განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები. მისი თქმით, ეს პროექტები მოიცავს საწარმოებს, ელექტროსადგურებსა და რკინიგზას.


 


თურქეთის როლი


26 ოქტომბერს ალიევთან ერთად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნაში. ფიზული პირველი ქალაქია, რომელიც აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაიგდეს ხელთ 2020 წლის ბრძოლების შედეგად. აზერბაიჯანის ოფიციალური პირების თქმით, აზერბაიჯანის ახლო მოკავშირის, თურქეთის სამშენებლო კომპანიები წამყვან როლს ითამაშებენ დაბრუნებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და აღდგენით სამუშაოებში.


ერდოანმა და ალიევმა ასევე საძირკველი ჩაუყარეს რეგიონში ახალი ავტომაგისტრალისა და „ჭკვიანი სასოფლო-სამეურნეო პარკის“ მშენებლობას.




ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, როგორ მოახერხოს სახლების სამართლიანად განაწილება.


ბაქოში მცხოვრები ზანგილანელი ადგილნაცვალი პირი ნურისან ჰასანოვი იმედოვნებს, რომ მშობლიურ რეგიონში დაბრუნების გეგმაში გაითვალისწინებენ ოჯახის წევრთა რაოდენობას.


„მაშინ ბავშვები პატარები იყვნენ, ისინი მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. [მაგრამ ახლა] ზოგმა ოჯახი შექმნა, ცალკე დასახლდა და ჰყავს საკუთარი შვილები, რომლებიც ამასობაში წამოიზარდნენ. მშენებლობისას ამას გაითვალისწინებენ?“


მომზადებულია რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქციის მასალის მიხედვით.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Казань попала в топ-10 городов, где сохранились дореволюционные здания

Олимпийские ценности: доступное жилье в Иваново сдадут по улучшенному стандарту

В России подорожают авиабилеты из-за спутникового интернета

Певица Натали Орли вернулась к истокам

Музыкальные новости

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Актер Евгений Воловенко о дебоше в самолете: «Выпил не много, но эмоциональное напряжение вылилось в критическую точку»

Фотограф из Санкт-Петербурга победила во Всероссийском конкурсе «Мы верим твердо в героев спорта»

Новости России

Олимпийские ценности: доступное жилье в Иваново сдадут по улучшенному стандарту

Захарова: РФ предъявила досудебные претензии к 4 странам по «Севпотокам»

Москвичам пообещали летнюю погоду после похолодания

Синоптик Ильин дал прогноз погоды в Москве на начало октября

Экология в России и мире

Фестиваль «Чистопрудный Fest» покажет исторические районы Москвы с необычной стороны

Обучение инъекционной косметологии

Осень или организм: врач объяснил, кто виноват в усиленном выпадении волос

Евгения Вершинина: 5 модных трендов этой осени

Спорт в России и мире

Даниил Медведев обыграл Гаэля Монфиса и вышел во 2-й круг турнира ATP-500 в Пекине

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые

Стало известно, кто из россиян примет участие в турнире ATP-500 в Вене в конце октября

Кудерметова вышла в третий круг турнира WTA 1000 в Пекине

Moscow.media

В Ленинском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

В Подмосковье росгвардейцы задержали гражданина, находящегося в розыске.

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Вашкевич: Cтараемся приблизить требования к тем, что ждут игроков в «Локомотиве»

ТАСС: в ходе обысков в доме Тимура Иванова найдено огнестрельное оружие

Заммэра Москвы Ефимов: в СВАО по КРТ построят жильё, гостиницу и медцентры

Синоптик Ильин рассказал о погоде в Москве в начале октября