Добавить новость

Губернатор: в больницах Севастополя остаются 23 человека

Около 440 тыс студентов присоединились к волонтерскому столичному движению

СК: в Балашихе пожар с пятью погибшими случился из-за неосторожности при курении

Воробьев: концертного зала на месте сгоревшего «Крокуса» не будет



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მე-18 დღეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ოქტომბერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა დღეს ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მკურნალ ექიმს, აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა ექიმთა კონსილიუმის მოწვევა სამშაბათის ნაცვლად დღესაც გახდეს საჭირო. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტადაა“ - თქვა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა და დაამატა, რომ ამ ინფორმაციას ციხის ექიმსაც მიაწვდიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მას მერე სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ექსპრეზიდენტს საქმეზე განაჩენი სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს გამოტანილი. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კელი დეგნანი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან ვიდრე მოსალოდნელი იყო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო. თუმცა მისი თქმით, ეს დასაწყისი იმაზე უფრო მაღალი ნიშნულიდან იღებს სათავეს, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა:

„ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე დაბრუნება არ განიხილება. მან ასევე დაამატა, რომ თუ მასწავლებელთა და მშობელთა 80 % სრულად აიცრება, სასწავლო პროცესის სკოლებში ჩატარებას საფრთხე აღარ დაემუქრება.

როგორია ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი? წაიკითხე აქ.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩამოდის

18 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. თბილისში შეხვედრების მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.

ოსტინი ტურნეს ფარგლებში საქართველოს გარდა ასევე ეწვევა რუმინეთსა და უკრაინას, შემდეგ კი პირადად მიიღებდეს მონაწილეობას ბრიუსელის ნატოს სამიტში 21-22 ოქტომბერს.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე“.

სამივე ქვეყანაში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩადის, ვაშინგტონი ესწრაფვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ხედავს დემოკრატიული განვითარების და კორუფციის პრობლემებს.

წაიკითხე მეტი.

უზბეკეთი თალიბანთან მოლაპარაკებას მართავს ვაჭრობის, ენერგეტიკის და სარკინიგზო ტრანსპორტის საკითხებზე

უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა ავღანეთში თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ვაჭრობის, სასაზღვრო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თალიბანის დელეგაცია, რომელსაც რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს, ჩავიდა სასაზღვრო ქალაქ თემრეზში, 16 ოქტომბერს. უზბეკური მხარის დელეგაციას სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრის მოადგილე, სანდორ უმურზაკოვი, რომელიც ქვეყნის მინისტრია ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის სფეროებში.

წაიკითხე მეტი.

მეუფე შიო „საყოველთაო შერიგების“ შესახებ: „მოიკვეთეთ უკეთური!“

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგებას“ შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, - თქვა მეუფე შიომ და მრევლს პავლე მოციქულის სიტყვები შეახსენა - „მოიკვეთეთ უკეთური!“

 

როცა სხვა გლოვობს, შენ კი აშუქებ - როგორ ვყვებით ტრაგედიაზე?

ჩვენი პროფესია ასეთია - შეიძლება მშვიდად ამზადებდე რეპორტაჟს, ვთქვათ, სოციალურ უსამართლობაზე ან ქვეყანაში პოლიტიკურ პერიპეტიებზე და უცებ დაგეწიოს ელვა ამბავი - სადღაც კორპუსი ჩამოინგრა ან დიდი აფეთქება მოხდა… მაშინვე დგები და შემთხვევის ადგილზე გარბიხარ, რომ ნახო, რა მოხდა და სხვებსაც მოუყვე.

წასვლის წინ უკვე იცი, რომ ტრაგედიის გაშუქება მოგიწევს და შესაძლოა, მგლოვიარე ადამიანებსაც შეხვდე. როგორ იქცევი ასეთ დროს, რა ცოდნა გეხმარება მსგავსი ამბების გაშუქებისას, და როგორ უნდა მოჰყვე ამბავს ისე, რომ არც ტრაგედიის მსხვერპლი დააზიანო, არც ეთიკურ პრინციპებს უღალატო და თან მომხდარი სრულყოფილად აღწერო?

ეს კითხვები რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას ერთხელ კიდევ დავსვით, როცა საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან მათი ამოყვანის სამაშველო ოპერაციას კი პირდაპირ ეთერში, რამდენიმე საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს მთელი საქართველო.

თუ ტრაგიკული ამბის გაშუქებისას „ოქროს წესს“ რამეს დავარქმევთ, ეს, ალბათ, მაინც ის იქნება, რომ შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები არ ვაჩვენოთ. ან ვეცადოთ ამის ჩვენებას შორიდან ან სიმბოლურად.

ნიშნავს თუ არა მიკროფონის გამოჩენა ყველა მძიმე სიტუაციაში ჟურნალისტის პროფესიონალიზმს? რა წესებით უნდა ხელმძღვანელობდეს გადამღები ჯგუფი მძიმე ამბების მოყოლისას? ამის შესახებ წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

 

 

 

9 წლის ასაკში გიორგი ხიზანიშვილმა ორივე ხელი დაკარგა. დღეს 26 წლისაა. ორ სამსახურში მუშაობს - მუზეუმში ექსკურსია-მძღოლად და არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირების უფლებებს იცავს. ერთი თვის წინ გიორგი ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ყველა მისი წარმატების უკან, როგორც თვითონვე ამბობს, ერთი ადამიანი დგას - დედა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лариса Гузеева и Павел Деревянко сыграют возлюбленных в сериале «Три сестры»

Фестиваль троечной езды и гастрономии "Русский драйв"

Декан Виноградов: пенсии увеличат с 1 июля для трех категорий

В «Лужниках» не подтвердили информацию о концерте Канье Уэста

Музыкальные новости

Инновации в логистике: какие технологии изменят логистику в России в ближайшем будущем

Иерей Александр Туховский: "Братья и сестры, прошу помочь моей семье, священнику, вдовцу, отцу троих детей..."

Контрольный матч. ЦСКА выиграл у "Шинника".

Аромат романса и романтика слова – звезды оперной сцены представили I Международный фестиваль «Мир классического романса»

Новости России

Рэпер Канье Уэст прилетел в Россию

Филипп Киркоров поздравил вернувшегося из Эмиратов сына Мартина с 12-летием

Декан Виноградов: пенсии увеличат с 1 июля для трех категорий

Лариса Гузеева и Павел Деревянко сыграют возлюбленных в сериале «Три сестры»

Экология в России и мире

Самой популярной солнцезащитной оптикой в Махачкале стали очки бренда Polaroid

Витаводород — живая мыслящая материя, основа жизни на Земле

«585*ЗОЛОТОЙ» посчитала, сколько тратят на покупку солнцезащитных очков к лету в Ростове-на-Дону

Аромат романса и романтика слова – звезды оперной сцены представили I Международный фестиваль «Мир классического романса»

Спорт в России и мире

Теннисисты Котов и Калинская получили приглашение на Олимпиаду в Париже

Жертва абьюза? В сети разнесли бросившую свою дочку Алесю Кафельникову

Лучшая теннисистка России повторила достижение Рыбакиной

WTA "кинул" Рыбакину и Швентек

Moscow.media

В Петербурге рассказали о спросе на кроссовер JAECOO J8

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие

Nubes (НУБЕС) предоставил масштабируемое облако для платформы Qrooto

Бывший завод Фольксвагена в Калуге снова обещают запустить. Уже в третий раз











Топ новостей на этот час

Rss.plus






Самка японского журавля из Великого Устюга поселилась в Муравьевском парке

Лариса Гузеева и Павел Деревянко сыграют возлюбленных в сериале «Три сестры»

Рассказ Дмитрия Воденникова «Не стыдно» из сборника «Тело: у каждого свое...»

Филипп Киркоров поздравил вернувшегося из Эмиратов сына Мартина с 12-летием