Добавить новость

Детский сад с бассейном построят в Алтуфьевском районе

Банковский счет экс-замглавы Минобороны Булгакова арестовали

В Чувашии осталось после шесть территориальных электросетевых компаний укрупнения

Ветераны Вооруженных Сил России Ростовской области обсудили вопросы активизации работы в условиях новых вызовов времени



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რეისი კიევი-თბილისი და 2 ოქტომბრის საღამოს გეგმები - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 სექტემბერს

8 წლის შემდეგ, არჩევნების დღეს - სააკაშვილის ჩამოსვლის დილემა



საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს თვითმფრინავის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთი დაპირების შემდეგ ახლა უკვე ნამდვილად ჩამოდის.


თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დაანონსებულია:



ბორტი, რომელზეც ექსპრეზიდენტი იქნება, თბილისში 2 ოქტომბრის 23:05 საათზე დაეშვება.
სააკაშვილთან ერთად იქნება მისი დედაც, გიული ალასანია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გეგმავს მომხრეების მობილიზაციასა და აეროპორტში მიყვანას. ეს მათ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.
და ბოლოს, თუ ყოფილი პრეზიდენტი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა მას დააკავებენ. ასე გამოეხმაურა გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ მას დაჰპირდა დაკავებას, არამედ მათაც - ვინც მისი დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს.
პრემიერ-მინისტრი უფრო შორსაც წავიდა - თქვა, რომ სააკაშვილს მხარდამჭერები ვერ დაიცავენ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე მეტი ადამიანის მობილიზებას შეძლებს და სააკაშვილს დახვდება ასობით ათასი გამწარებული ადამიანი.


ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ცნობა „ნაციონალური მოძრაობის“ მეტ მხარდამჭერს მიიყვანს არჩევნებზე. თუმცა არის ასევე მოსაზრება, რომ მისი ჩამოსვლის იმედით, მხარდამჭერები - არა არჩევნებზე, არამედ უფრო აქტიურად მის დასახვედრად, აეროპორტში მივლენ.


წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.


ამ თემაზე ასევე ნახე:



ღარიბაშვილი სააკაშვილზე: რისი თავი აქვს მაგ საცოდავს?! ასიათასობით გამწარებული ადამიანი დახვდება
წულუკიანი სააკაშვილზე: სასაცილოა, ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის
წიკლაური სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: პოლიტიკოსები მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ წავიდნენ ციხეებში




 


 




გზავნილი კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე პრეზიდენტისგან მმართველი გუნდის უკმაყოფილების მიზეზი გახდა



პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ქართული ოცნების“ წევრებისგან უკმაყოფილო განცხადებები მიიღო. ამის მიზეზი კი მისი ინტერვიუ გახდა ფრანგული გამოცემისთვის „კვირის ჟურნალი“.


„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


ამის პასუხად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თქვა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტისა და არც მისი გადასაწყვეტი არაა, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს.


ამავე საკითხის კომენტირებისას უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე.


„მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი. მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბარში.


ბოლო დროს დაგროვდა არაერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ პოზიციას იკავებს.


მაგალითად უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება დასავლური გზიდან გადახვევის საფრთხეებზე. პირველად ეს აქცენტი სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს დასაწყისში დასვა „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირების შემდეგ.


სექტემბრის დასაწყისში კი მან "გაუგებარი ნაბიჯი" უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირიდან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლო რეფორმის გატარება იყო. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბიშვილს შეახსენა, რომ სესხის აღების საკითხს მთავრობა წყვეტს და არა პრეზიდენტი.


წაიკითხე მეტი.


 


 




თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის ვადასთან დაკავშირებული მღელვარება უსაფუძვლოა



თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გაბუნიას მტკიცებით, ვაქცინაციის ნელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაშიც იქნება ათვისებული „ფაიზერის" ვაქცინის მარაგი.


„გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია. „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც ქვეყანაში არის, ვადა აქვს დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს - დეკემბრის ბოლომდე. ვფიქრობთ, საკმაოდ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინებს, თუ მათ ინახავდნენ -90, -60 გრადუს ტემპერატურაზე, კიდევ დამატებით სამი თვე აქვთ მოქმედების ვადა. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულოა ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


წაიკითხე მეტი.


ამ თემაზე ასევე ნახე:



4 ოქტომბრიდან სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასწრებულ რეჟიმში გაგრძელდება
სკოლების დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ, მოსწავლეთა მშობლები არიან თუ არა აცრილები




როგორ გადაკიდა რუსულმა გაზმა უნგრეთი და უკრაინა ერთმანეთს



უკრაინასა და უნგრეთს შორის, რომლებსაც მანამდეც არ ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, ნამდვილი დიპლომატიური კონფლიქტი გაჩაღდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ხელი მოაწერა გრძელვადიან გარიგებას უკრაინის გვერდის ავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას შესახებ.


რუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან შეთანხმებას, რომლითაც უნგრეთი რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს.


გარდა იმისა, რომ ეს გარიგება ფინანსურად დააზარალებს უკრაინას, დამოუკიდებელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა ამ ნაბიჯით ზურგში ლახვარი ჩაასო უკრაინას, რომელიც ევროპის ფორპოსტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ფლანგზე.


წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.


 


 




„ეს ქვეყანა … ტრიალებსო“ - აკრძალული წიგნები



თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში 25-მდე „მოუთვინიერებელი წიგნი“ გამოფინეს. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროს აკრძალული იყო. რეჟიმის მოწინააღმდეგე, „რასისტული“ და „გარყვნილი“ ტექსტები, რომლებსაც ებრძოდნენ, დღეს მსოფლიო შედევრებადაა აღიარებული.


„უზომო ჯაფისა და ცუდი კვების შედეგად თორმეტი მეზღვაური მოგვიკვდა; გადარჩენილებიც მეტად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ნოემბრის 5-ს, რაც დედამიწის იმ ნაწილში ზაფხულის დასაწყისია, მეტად ნისლიანი დარი იდგა, უცებ მეზღვაურებმა ნახევარი კაბელიტოვის მანძილზე მეჩეჩი შენიშნეს, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი პირდაპირ მეჩეჩისკენ გააქანა და ზედ შეალეწა“...


ამ აბზაცის შემდეგ იწყება ცნობილი ამბავი მეზღვაურისა, რომელიც ხმელეთზე გამოირიყა და ძალიან პატარა ადამიანების ქვეყანაში მოხვდა. შეიძლება ახლა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თავის დროზე „გულივერის მოგზაურობა“ აკრძალულ წიგნებს შორის იყო. გულივერთან ერთად აკრძალულებს შორის მოხვდა ტომ სოიერის მაწანწალა მეგობარი ჰეკიც, ანუ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. აკრძალეს შეყვარებული მექსიკელი გოგონა, რომელიც სადილს ვარდის ფურცლებისგან ამზადებდა. ეს არც თუ შორ წარსულში მოხდა, ლაურა ესკიველის „როგორც წყალია შოკოლადისთვის“, ამერიკის ერთ-ერთი შტატის უმაღლეს სასწავლებელში მშობლის ინიციატივით აიკრძალა - მას მიაჩნდა, რომ წიგნში სექსუალური აღგზნება მეტისმეტად ნატურალურად იყო აღწერილი.


ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.


 


 






 




 




 


ცოტა ხნის წინ, ქვებით აწყობილნაგებობაზე მოგიყევით, რომელიც კუს ტბის ახლოს, ზედ კლდოვან მთის ფერდს მიჰყვება - კონსტრუქცია მთლიანად ქვების ბალანსირებით არის აწყობილი. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამი თვეა მას პროფესიით არქიტექტორი, ვლადიმერ (ვოვა) გოვაზოვი აკეთებს.



სანამ ვლადიმერი ქვების ბალანსირებისათვის ამ ადგილს აირჩევდა, ამ ადგილის ახლოს, პირველი ქვა ანზორ თხილაიშვილმა დადო, კუს ტბის კიდევ ერთმა მოყვარულმა, მან ფერდობზე ქვებისგან გადასახედი და პატარა სალოცავი მოაწყო. კუს ტბის ბილიკებზე მოსეირნე ადამიანები ხშირად ხედავენ ხოლმე როგორ იქმნება ქვებისგან ახალი ფიგურა, დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ხმაურიან თბილისს გადაჰყურებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ЯДЕРНЫМ ОРУДИЕМ НЕ РАЗБРАСЫВАЮТСЯ, НО, ЕСЛИ НАТО, ЗНАЧИТ НАДО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?!

Концерт к 150-летию Чарльза Айвза: Американская классика в «Зарядье»

Компании «Свободные Технологии Инжиниринг», «Парус электро» и «ПСМ» договорились о сотрудничестве в области проектов по созданию дата-центров

Лекция «Дворцы Кремля XVI – XVII веков: Теремной, Потешный и Патриарший»

Музыкальные новости

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»

Токсиколог Кутушов назвал дефицит магния причиной проблем с пищеварением

Первый проект от BMS Development Group станет экополисом в окружении зеленых исторических деревьев

Утром в Пулково задерживаются шесть рейсов

Новости России

Компании «Свободные Технологии Инжиниринг», «Парус электро» и «ПСМ» договорились о сотрудничестве в области проектов по созданию дата-центров

Росгвардия в Кузбассе обеспечила безопасность участников масштабных спортивных событий

В Москве более 19 тысяч светильников заменили на светодиодные

На Сейшелы - слушать песни китов

Экология в России и мире

Вскрылись "неудобные" факты о новой избраннице Фёдора Бондарчука, ради которой он бросает Паулину Андрееву

Rochas, коллекция весна-лето 2025

Праздник к нам приходит с OUTRIGGER Maldives Maafushivaru

Кристина Орбакайте ставит точку в своих отношениях с Россией

Спорт в России и мире

Томми Пол уступил Томашу Махачу во втором круге турнира ATP-500 в Токио

Даниил Медведев вышел во второй круг турнира ATP-500 в Пекине

Рублев вышел в четвертьфинал турнира в Пекине

Стало известно, кто из россиян примет участие в турнире ATP-500 в Вене в конце октября

Moscow.media

ДИКИЕ ЯГОДКИ РАЗДОРА

По факту ДТП с автобусом и грузовиком на Кубани возбудили уголовное дело

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Задержан предполагаемый виновник смертельного ДТП с автобусом в Прикамье











Топ новостей на этот час

Rss.plus






Прямоугольные LED светильники: практичность и эстетика

Первый проект от BMS Development Group станет экополисом в окружении зеленых исторических деревьев

Сетка и сетчатые ткани – самые «дышащие» и практичные

Российские поставщики инженерных решений завоевали доверие строителей дата-центров