იაპონია აპირებს, გააუქმოს COVID-19-თან დაკავშირებით შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, თუკი ამას მხარს დაუჭერს მთავრობის მრჩეველთა საბჭო.
როგორც მოსალოდნელია, პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა 28 სექტემბერს გამოაცხადებს საგანგებო ვითარების შეწყვეტისა და სხვა გეგმების შესახებ.
იაპონია გაჭირვებით ახერხებდა მეტად გადამდები დელტა ვერსიის შეკავებას. ოლიმპიური თამაშების დროს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. მაგრამ ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი განუხრელად იკლებს.
იაპონიამ საგანგებო ზომების შემსუბუქება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ, მისი პროგნოზით, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკა უფრო ნელი ტემპით გაიზრდება, ვიდრე ეს მანამდე იყო ნავარაუდევი.
რეგიონის 18 ქვეყანაში (ჩინეთის გამოკლებით) წელს ეკონომიკის 2,5%-ით ზრდა არის მოსალოდნელი, მაშინ, როცა წინა პროგნოზებით, ზრდა 4,4% უნდა ყოფილიყო.
მსოფლიო ბანკის თანახმად, რეგიონში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვები „აბრკოლებს ეკონომიკურ საქმიანობას“ და „ხელს უშლის პროდუქციას“.