Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თინა ბოკუჩავა: …თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის

სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მის განცხადებას თუ გაიხსნებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომ შეასრულებს იმას, რაც თქვა, მაგრამ „თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი,” თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა ამით მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მისი თქმით, სწორედ ეს იგულისხმა სააკაშვილმა „ხელის განძრევაში.”

„მათ შორის დღევანდელ განცხადებაში, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პირობა დადო, ვალდებულება აქვს აღებული. მის განცხადებას თუ გაიხსენებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე. მან ძალიან სწორად ახსნა რა არჩევანის წინაშე დგას საქართველოს მოქალაქე. დღეს არის არჩევანი რუსულ ოცნებასა და დასავლურ ოპოზიციას შორის. აქაც ძალიან მკაფიო იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც მან თქვა, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, მე ასე გავიგე მისი გზავნილი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2 ოქტომბერს ნიკა მელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აპირებს მისვლას, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის.

„ირაკლი კობახიძეს ურჩევნია, რომ მეტი დრო დახარჯოს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადაინაცვლებს ოპოზიციაში “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ. მესმის მისი აგონიური შფოთვები და ფიქრები და პრინციპში, ეს აგონიური შფოთვა ძალიან ნათლად გამოსჭვიოდა მის გამომეტყველებას გუშინ, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, ახლა “ქართული ოცნების” მთავარი საშიანაო დავალებაა, მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus