Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზახარ პრილეპინმა უარი თქვა სახელმწიფო დუმის დეპუტატის მანდატზე

თავისი ულტრაპატრიოტული პოზიციებით ცნობილმა რუსმა მწერალმა და პოლიტიკოსმა, ზახარ პრილეპინმა, უარი თქვა სახელმწიფო დუმის დეპუტატის მანდატზე და საკუთარი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში დმიტრი კუზნეცოვს, პარტიის „სიმართლისათვის“ ("За правду") ერთ-ერთ კანდიდატს დაუთმო.


არჩევნებში ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისათვის“ თანათავმჯდომარემ, ზახარ პრილეპინმა, პარტიული სიით მოიპოვა სახელმწიფო დუმის მანდატი.


მაგრამ, რუსული მედიის თანახმად, პრილეპინი გეგმავს, რომ მთელი ყურადღება დაუთმოს გუბერნატორების სკოლაში სწავლას, რომელიც 22 სექტემბერს დაიწყო და 7-8 თვეს გასტანს. წყაროების ცნობით, პრილეპინი მზად არის, ასევე, განიხილოს წინადადება, გახდეს რომელიმე რეგიონის გუბერნატორი, თუკი სამომავლოდ ასეთ შეთავაზებას მიიღებს.


პარტია „სიმართლისათვის“ ("За правду") ამასწინათ გამოვიდა ინიციატივით, დაუყოვნებლად ჩატარდეს რეფერენდუმი თვითაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რუსეთთან მიერთების საკითხზე.



პარტია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში აისახოს ნორმა, რომელიც შესაძლებელს გახდის ნებისმიერი იმ ტერიტორიის რუსეთთან შეერთებას, რომლის მცხოვრებთა 75% მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციაში შესვლას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus