Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სამნიძე: „ოცნება“ არჩევნებს ვერ გააყალბებს, თუ ყველა გაბრაზებული მოქალაქე გაბრაზებას ბიულეტენში დააფიქსირებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ცვლილებებისადმი საზოგადოების იმედგაცრუება და ნიჰილიზმი „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს და ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


„ყველანი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს, აუცილებელია, რომ 2 ოქტომბერს მივიდეთ საარჩევნო ყუთთან. თუ მივა ყველა ამომრჩეველი, ოპოზიციურად განწყობილი, თუ ყველა მოქალაქე ასე გაბრაზებული მივა და ამ გაბრაზებას ბიულეტენზე დააფიქსირებს, ვერ გააყალბებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს, ვერ დაიწერს იმ შედეგს, რასაც ახლა თავისი შიდა კვლევებით თავს გვახვევს. თავადაც იციან, რომ შიდა კვლევების შედეგი არ არის რეალისტური, მაგრამ ასე ცდილობენ მოატყუონ ამომრჩეველი, ასე ცდილობენ, რომ პირველ რიგში იმედგაცრუება იყოს და ნიჰილიზმი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ „დღის საუბრებში“ მსმენელის პასუხად. მისი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები ის არჩევნები არ არის, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ და, შესაბამისად, იმისკენ, რომ ხელისუფლების ცვლილება ცენტრალურ დონეზე განხორციელდეს:




„თვითმმართველობის დონეზე ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს პირველ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს ძალაუფლების შეცვლის და არჩევნების მოპოვების, საპარლამენტო არჩევნების მოპოვების. მაგრამ ამას სჭირდება არჩევნების ისე ჩატარება, რომ მივიღოთ ეს შედეგი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus