Добавить новость

Восемь пунктов по переработке елей откроют в Ленинском округе 15 января

В Подмосковье запустили онлайн-сервис по поиску питомцев

Москвичам рекомендовали использовать городской транспорт утром 10 января из-за погоды

Задержан пассажир, угрожавший взорвать самолет при подлете к Москве

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცოცხლებშიც და გარდაცვლილებშიც - აქ დაკარგულებს გაიხსენებენ 

თბილისში, თამარაშვილის ხეივანში  გაიხსნა მემორიალი, რომელიც 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.


ნუკრი დოლიაშვლი 27 წლის იყო, როდესაც გაგრაში დაიღუპა. სადაა მისი საფლავი არავინ იცის.  




„დღემდე ველოდები მის ნეშტს, იქნებ, როგორმე იპოვონ და გადმოასვენონ. ეს მემორიალი ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეშია, მოვალ, ცივ ქვას ხელს გადავუსვამ და ვეტყვი, შვილო, მე შენთან ვარ“, - ამბობს ნუკრის დედა თამარ დორეული.


უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები მემორიალის გახსნას წლებია ითხოვდნენ. იმის გამო, რომ ახლობლების საფლავები არა აქვთ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილი, სადაც დაკარგულებს გაიხსენებდნენ და ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მემორიალის დიზაინი თავად მოიფიქრეს: ხე - მარადიული სიცოცხლის, ლურჯი კესანე კი ხსოვნის სიმბოლოა, ადამიანის სილუეტი, შუაში სიცარიელით - გაუჩინარებაზე მიანიშნებს.  




„ჩემი ძმა, სოსო თანიაშვილი 1992 წელს წავიდა გაგრაში,  22 წლის იყო. სოფელ გრებეშოკიდან მანქანით ხალხი გამოჰყავდა, როცა ყუმბარმტყორცნით ააფეთქეს. იმ მანქანიდან გადმოყვანილი მძღოლი რომ დაკრძალეს ეს ვიცით, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალური ცნობა არ გვაქვს“, - ჰყვება მაია თანიაშვილი.


გაგრაში დაიკარგა დათო კახიშვილიც, რომლის საფლავს მისი და დღემდე დაეძებს.




„ნეშტი რომ მაპოვნინა, გავაპატიოსნებ, ქრისტიანული წესით დავმარხავ და ვიფიქრებ, რომ ჩემი ძმის წინაშე ვალი მოვიხადე.


ერთი ადამიანის დაკარგვით მთელი ოჯახი ნადგურდება, ამ ამბავს გადაჰყვა დედაც და მამაც. ხანდახან ისე გავმწარდებოდი ხოლმე, ვფიქრობდი, აფხაზებს თუ გადაურჩა, მე მოვკლავ ჩემი ხელით-მეთქი, მაგრამ ოღონდ გამოჩნდეს და ვინ რას დაუშავებს.


გაგრაში დაკარგულების ახლობლები ყოველი ოქტომბრის პირველ შაბათს ლურჯ მონასტერში ვიკრიბებით. თავიდან პარაკლის ვიხდიდით. 17 წლის მერე მამაომ გვითხრა, მოდი პანაშვიდი გადავიხადოთ, უფალმა თვითონ იცის, თუ ცოცხალია ცოცხალს მიუვა და თუ გარდაცვლილია - გარდაცვლილსო. მაგრამ მე მაინც არ მემეტება და დილის ლოცვებში ჩემს ძმას ცოცხლებშიც ვიხსენიებ და გარდაცვლილებშიც“, - ამბობს მზია კახიშვილი.




ქეთევან გაბროშვილს ერთდროულად ორი შვილი გაეპარა ომში, ბევრი წვალების შემდეგ უმცროსის დაბრუნება შეძლო, მაგრამ უფროსი გიორგი გაბროშვილი ტყვედ აიყვანეს და მას შემდეგ მისი ბედი უცნობია. გაბროს ეძახდნენო, ამბობს, აფხაზეთში პატარა ძმას გაჰყვა და ვეღარ დაბრუნდა. წასვლისას სახლში სულ სხვა რამ დაიბარეს. ომში რომ იყვნენ არ გაუმხელიათ, თუმცა, დედა მაინც დაეჭვდა.




„მივედი მე-11 ბრიგადაში და ვიკითხე. ვიღაც მოხევე კაცი დამხვდა, გმირ ქალაი ხარ, ქალო, ორი ბიჭი გყოლია, ორივე ომში წასულაო. ვაი, შენს ქეთინოს-მეთქი, გავიფიქრე. „რადისტებთან“ შევვარდი, დავლეწე ყველაფერი, დარეკეთ, დამალაპარაკეთ-მეთქი. ჭკუიდან ვიყავი გადასული, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. დარეკეს, როგორ დაგალაპარაკებთ, წინა ხაზზე არიანო...


იმის მერე ვეძებე და ვიარე... იმელის შენობაში ისეთი რაღაცები ჩავიდინე, ახლაც ანეკდოტები დადის. შევედი, ვხედავ გრძელ მაგიდასთან გოგო-ბიჭები სხედან, ყავას სვამენ, სიგარეტს ეწევიან. გადამეკეტა, მე შვილებს დავეძებ, თქვენ აქ რა დღეში ხართ-მეთქი. მოვუსვი ხელი, გადავყარე ჭიქები, მერე ვეცი ამ გოგოებს, ბიჭები ჩადგნენ შუაში, გამომიყვანეს, რა მოხდა დეიდა, რა მოხდაო... მერე რომ მომიყვნენ, რაც გავაკეთე... რას ვერჩოდი ამ ბავშვებს?!


საბოლოოდ ეს პატარა ბიჭი კი ჩამოვიყვანე, მაგრამ უფროსს დღემდე დავეძებ, მკვდარია თუ ცოცხალი არ ვიცი“,- ამბობს ქეთევან გაბროშვილი.




ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებთან მუშაობს, ჰყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ვერ გამოდიან შოკიდან, რომელიც ახლობლის გაუჩინარებით გადაიტანეს.




„თუ ფიქრობენ რომ ცოცხალია, არიან ბედნიერები და გახარებულები, მერე ფიქრობენ, რომ მოკვდა და გლოვას იწყებენ. მერე ესეც აწუხებთ, აი, მე ვგლოვობ და შეიძლება ცოცხალი იყოსო... ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ რაღაცნაირად ამ ემოციების, ამ ორაზროვნების მიმართ ტოლერანტულები იყვნენ. ეს ადამიანები ხშირად მინიშნებებით ცხოვრობენ, მაგალითად: „მე დავინახე ქუჩაში ფოთოლი, რომელმაც მიმანიშნა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია“ და ეს 30 წელი გრძელდება“, - ამბობს ნანა აღაპიშვილი.


საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით 2010 წლიდან მოძიებულია 583 ნეშტი. მათგან იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა - 206. აფხაზეთში გარდაცვლილთა საფლავების მოსაძებნად წითელი ჯვარი დღემდე მუშაობს. 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Английский клуб по регби запретил игроку наносить российский флаг на форму

Владимир Ефимов: В 2024 году в столице построили 44 школы и детских сада

Минэкологии предотвратило незаконный сброс отходов в Раменском

Более 100 км дорог построили в Москве в 2024 году

Музыкальные новости

Палестина ждет продолжения поддержки Сирии после отставки Башара Асада

Арт Директор для Модели. Арт Директор Фотомодели. Модельное агентство.

СК завершил дело против Тархана Эльдукаева по покушению на Авраама Руссо и убийству 1996 года

На концерте Сергея Трофимова в Пскове не осталось свободных мест

Новости России

Коммунальные службы Подмосковья устранили 50 утечек на теплотрассах за неделю

Разведывательный полет Boeing США: активность у границ России возрастает

В Москве скончался известный ресторатор Кирилл Гусев

Правительство РФ сократит срок временной нетрудоспособности на 15%

Экология в России и мире

Обращение лидера Всеармянского движения Аршака Карапетяна. ВИДЕО

Сеть клиник «Будь Здоров» стала лауреатом III Национальной премии в области развития корпоративного спорта

Рождественский театрализованный концерт проведут в районе Перово

Почему не у всех планет есть спутники

Спорт в России и мире

Российским теннисистам будет сложно остаться в топ‑10 рейтингов WTA и ATP, считает Чесноков

Калинская призналась, что хотела бы поменяться жизнями с Курниковой

Шнайдер вышла во второй круг турнира WTA в Аделаиде, обыграв Синякову

Казахстанский теннисист получил хорошую новость от ATP после громкой сенсации

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Орловская семья помогает волонтерам бороться с последствиями экологической катастрофы

Chevrolet, привезенный российскими дилерами, оказался дешевле отечественных автомобилей

Музыкант Алексей Фомин представил инструментальный трек «Летняя гроза»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Скончался известный ресторатор Москвы: Кирилл Гусев ушел из жизни

В Шереметьево задержан пассажир за угрозу подрыва самолета

В Подмосковье запустили онлайн-сервис по поиску питомцев

Восемь пунктов по переработке елей откроют в Ленинском округе 15 января