Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკა მელია: ვერ ავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეზე

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.


„შიში ვერ იხსნის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მარცხისგან. „ქართული ოცნება“, როგორც რეჟიმი და როგორც მოძალადე ერთობა არის უკვე დამარცხებული.


დიახ, საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის  წინააღმდეგ მოქნეული დანა, ნაჯახი, ხანჯალი და ა.შ. ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ძვირფასო მეგობრებო. ვარ გულანთებული და ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც კანონიერი ქურდი, არც მორჩილი მოსამართლე, არც მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ შემთხვევაში მე ვარ ათობით და ასობით მოქალაქესთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს და ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ვერასდროს აუვლის გვერდს მოძალადეს. „ვერც ბავშვობაში, ვერც ახლაგაზრდობაში და ვერც ახლა და ვერც შემდეგ, ვერ ავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეზე. ბავშვებცეც, ახალგაზრდებზეც და ჭარმაგ ადამიანებზე. ამის შემდეგ გამოდიან და ურცხვად საუბრობენ, რომ თითქოს მსხვერპლი არის საკუთარი თავისთვის ჭრილობის მიმყენებელი და დამაზიანებელი საკუთათარი ჯანმრთელობისა“, - აღნიშნა მელიამ და განაგრძო - „ვერასდროს შევეგუები ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები, კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში. ვერასოდეს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან“.


23 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.


"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.


დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.




1 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus