Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩთან "მოსმენებზე" არ უსაუბრიათ

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არ უსაუბრიათ ე.წ. მოსმენებზე. დიდი ალბათობით "სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე" მას ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს.


"საქმე ეხებოდა სუფთად საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება, ჩანაწერების თემას, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არ ყოფილა... რომ დასმულიყო საკითხი ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთა, ვინც აწვდის ამას ტელევიზიებს და მერე აქვეყენებს. ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.




რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.


ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.


"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენ სერიოზულად ვიღებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს კითხვებს აჩენს, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის ახლო მეგობრის და პარტნიორის მხრიდან. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელში ჩვენს სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილი გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი", - განაცხადა ჰარცელმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus