Добавить новость

Реплика Константина Калиниченко: Губернаторопад-2024

Спасение и возвращение к жизни: запас донорской крови в России вырос вдвое

Турнир по спортивным бальным танцам прошел в Лобне

В Щукино появилось новое пространство для спорта и развития талантов

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს 

როდესაც ცელოფანში შეფუთულ საკვებს ვყიდულობთ, ან სახლში ქაღალდის პარკით ახალშეძენილი პერანგი მიგვაქვს, გვგონია, ამ ყველაფრიდან  არაორგანული მხოლოდ შესაფუთი ცელოფანია. სინამდვილეში  ჩვენ პლასტმასას ვიცვამთ, ვსვამთ და ვჭამთ კიდეც - პირდაპირი და არა გადატანით მნიშვნელობით. 


საკვები, რომელსაც მივირთმევთ მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონი ტონა პლასტმასადან დაახლოებით ერთ მესამედი ნიადაგსა და წყალში ხვდება, იქიდან კი საკვებში და სასმელში.   


ნიუკასლის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში 5 გრამამდე პლასტმასას „მივირთმევთ“, ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა ყოველ კვირა ერთი პლასტიკური ბარათი რომ შეჭამოს.




კიდევ სხვა კვლევის შედეგად, რომელიც კანადაში ჩატარდა, გაცილებით იზრდება მიკლოპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, თუ ადამიანი წყალს არა ონკანიდან, არამედ პლასტმასის ბოთლიდან სვამს.


„მიკროპლასტმასა გარემოში პლასტმასის დაშლის შედეგად რჩება და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან მისი შემჩნევა და შეგროვებაა რთული. მიკროპლასტმასა ცვლის ნიადაგის სტრუქტურას, ამის გარდა თავის სპეციფიკიდან გამომდინარე ის მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს. ახლა იკვლევენ, რამდენად მოქმედებს პლასტმასა ჯანმრთელობაზე. ჯერ არ ვიცით კვების შემდეგ ის ტოვებს სხეულს თუ სისხლსაც ერევა“, - ამბობს თიკო ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.




ახდენილი წყევლა

წყევლა „ნავთი დალიე და ცეცხლი დააყოლე“ არარეალურად სულაც აღარ ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასა სწორედ ნავთობისგან ან ბუნებრივი აირისგან მიიღება. პროცესი ასეთია: ნავთობს მოლეკულებად ხლეჩენ. ქიმიკატების, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ზეგავლენით პლასტმასის მოზრდილ მოლეკულებს წარმოქმნიან და  უამრავ ქიმიურ დანამატს ურევენ. ეს დანამატები დროთა განმავლობაში დაშლას იწყებს და ჰაერსა და მტვერში იფანტება. ისევ „პლასტმასის ატლასს“ თუ მოვიშველიებთ, ყოველი ამერიკელი ორსული ქალის სისხლში 56 სხვადასხვა სამრეწველო ქიმიკატია აღმოჩენილი. ამ ნივთიერებათა უმეტესობა ან პლასტმასის პროდუქტებში გვხვდება, ან მათი დამზადებისას წარმოიქმნება.


პლასტმასა, რომელსაც ვსუნთქავთ

ადამიანის კუჭი და შესაძლოა სისხლიც, მაგრამ ეს არ არის სრული სია იმ ორგანოებისა, სადაც შეიძლება პლასტმასა აღმოგვაჩნდეს, ის ფილტვებშიც არის. პლასტმასა, რომელიც იწვის ან იხრწნება ჰაერში რჩება. გერმანულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში გვხდება ქიმიური დამარბილებლების კვალი. ამასთან ბავშვები ზრდასრულებზე მეტ ჰაერს ჩაისუნთქავენ, უფრო ახლოს არიან მიწასთან, შესაბამისად, უფრო დიდია რისკი, რომ მათი ჯანმრთელობა პლასტმასას უხილავმა ნაწილაკებმა დააზიანოს. 


ნავთობისგან დამზადებული ყვავილებიანი კაბა

პლასტმასას არა მხოლოდ ვჭამთ და ვსუნთქავთ, არამედ გვაცვია კიდეც. დღეს ტანსაცმლის დიდი ნაწილი დამზადებულია ქიმიური ბოჭკოსგან, რომლის შემადგენლობაში ძირითადად ნავთობი ან ბუნებრივი აირი შედის. რეზინა, ხელოვნური აბრეშუმი, ვისკოზა - ეს ყველაფერი პლასტმასის სახეობებია და ტანსაცმლის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება, რაც თავის მხრივ, გარემოს აზიანებს,  მაგალითად,  პოლიესტერის ერთი პულოვერის დამზადებისას  3,8-დან 7,1 კილოგრამამდე ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყოფა.




„ტანსაცმლის უმეტესობა შეიცავს პოლიესტერის ბოჭკოებს. გადაგდების შემდეგ მას  მზე და ქარი აქუცმაცებს  და გარემოში ხვდება.


გამოსავალი პლასტმასას მოხმარების შემცირებაა. ხალხმა ბუნებრივ მასალას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ის ათლარიანი მაისური რეალურად მხოლოდ რამდენიმე გარეცხვას უძლებს. ჩვევა, რომელიც მთელმა მსოფლიომ და არა მხოლოდ საქართველომ ბოლო 30 წელიწადში გამოიმუშავა  უნდა შეიცვალოს. ხალხი ისეთი პროდუქტების შეძენაზე  უნდა გადავიდეს, რომელიც უფრო მდგრადია“, - ამბობს მარი ბენდელიანი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა Center for Environmental Policy and Education. ცენტრი ტანსაცმლის ნარჩენებისგან მეორადი პროდუქციის დამზადებაზეა ორიენტირებული, -  „ხალხს ვუხსნით ჩვენი ინიციატივის შესახებ, ზოგი უფასოდ გვაძლევს ამ ნარჩენებს, ზოგი იაფად ყიდის. სამკერვალო სახლებს, ტექსტილის მაღაზიებს რაც რჩებათ ვაგროვებთ და  აქსესუარებს ვაკეთებთ. შემდეგ ვყიდით და ისევ სოციალურ საწარმოს ვახმართ“.


ნარჩენების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური  გამოსავალია, რომელსაც დღეს პლასტმასისგან თავის დასაღწევ საშუალებებს შორის განიხილება. თუმცა, ამას ადამიანების მენტალური ცვლილება და მუდმივი პროპაგანდა სჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარკი არ მინდა“ გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რომლითაც გარემოში მიკროპლასტმასას შემცირება არის შესაძლებელი.



შეიძინეთ და ატარეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის სამოსი (ბამბა, ტილო, კანაფი, შალი, ბამბუკი, სიზალი, ჯუთი).
არ იხმაროთ ერთჯერადი ნივთები, არამედ  მრავალჯერადი (ბოთლი, ყავის ჭიქა, მეტალის ან ბამბუკის საწრუპები, მრავალჯერადი პარკები და ჩანთები...).
იშვიათად მართეთ ავტომობილი. იარეთ ფეხით, ან  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უმჯობესია სკუტერით ან ველოსიპედებით.  
აირჩიეთ ისეთი კოსმეტიკა,  რომელიც არ შეიცავს მიკროპლასტმასას. მოერიდეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ნებისმიერ ნივთიერებას დაბოლოებით: -პოლიმერი, -პოლიეთილენი, -ნაილონი, -პოლივინილი. უფრო ხშირად მიკროპლასტმასას შეიცავს სკრაბები და კბილის პასტები.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Реплика Константина Калиниченко: Губернаторопад-2024

Вирус Коксаки: что за инфекцию считают "угрожающей детям", симптомы

Сотрудники Горьковской железной дороги приняли участие в 338 волонтерских мероприятиях с начала года

VR-музей памяти Маэстро Юрия Темирканова с онлайн-экскурсиями начал работу 1 ноября

Музыкальные новости

Спецназ Росгвардии уничтожил личный состав неонацистских формирований в Курской области

Футболисты «Спартака» и ЦСКА устроили массовую драку на поле

«Торпедо» благодаря дублю Свечникова одержало волевую победу над «Динамо», прервав серию поражений

Путин поприветствовал участников и гостей Международного симпозиума «Создавая будущее»

Новости России

Вирус Коксаки: что за инфекцию считают "угрожающей детям", симптомы

В Москве выпустили карты «Тройка» с изображением фиксиков

Спасение и возвращение к жизни: запас донорской крови в России вырос вдвое

Сотрудники Горьковской железной дороги приняли участие в 338 волонтерских мероприятиях с начала года

Экология в России и мире

Подписывайтесь на наши Telegram каналы!

Мировая премьера концерта – симфонии «Русскому Донбассу» состоялась в Чите

Ритм мегаполиса в коллекции Marfa Fedorova на Московской неделе моды

Музыкальный менеджер. Менеджер музыкальной группы. Музыкальный менеджер директор.

Спорт в России и мире

Российская теннисистка Шнайдер вышла в полуфинал турнира WTA в Гонконге

Неймар назвал белорусскую теннисистку Арину Соболенко королевой

В России обесценили матч Елены Рыбакиной с первой ракеткой мира

Арина Соболенко уверенной победой стартовала на Итоговом турнире WTA

Moscow.media

Прогулка на ВДНХ

Камеры на свердловских дорогах начнут фиксировать пересечение сплошной линии разметки

*Meta незаконно использовала финансовые данные пользователей в рекламе

Главная арка ВДНХ











Топ новостей на этот час

Rss.plus






Спасение и возвращение к жизни: запас донорской крови в России вырос вдвое

Врач Чудинская: восстановление после инсульта зависит от степени его тяжести

Сотрудники Горьковской железной дороги приняли участие в 338 волонтерских мероприятиях с начала года

Путин: на линии боевого соприкосновения идёт борьба за сохранение русского языка