Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პარტიების რეიტინგი - „ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების შესახებ საზოგადოების განწყობას ასახავს.


შეკითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკვლევის თანახმად, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები შემდეგია:



„ქართული ოცნება" - 33%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25%; „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10%; „ლეიბორისტული პარტია" - 6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%; „ლელო" - 3%; „ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 3%; „პატრიოტთა ალიანსი" - 3%; „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგა ბოკერია - 2%; „გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2%; ერი - ლევან ვასაძე - 2%; „დროა" - ელენე ხოშტარია - 1%; „მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა - 2%.


ამავე გამოკვლევის თანახმად, ასე გადანაწილდა შედეგები შეკითხვაზე, ვის დაუჭერენ მხარს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას".


გამოკვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მიღებული ხმების 67%-ს ინარჩუნებს „ქართული ოცნება". დანარჩენი რესპონდენტები კი ასე გადანაწილდნენ:


11% - „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია;


6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"


3% - „ლეიბორისტული პარტია";


2% - „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე)


2% - „პატრიოტთა ალიანსი"


1% - „ლელო";


1% - „ხალხისთვის" - ანა დოლიძე;


7% - სხვა. 


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა"​ ჩაატარა.


გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus