Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დმანისში ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა იპოვეს

დმანისში  ჰომინიდების (პრეისტორიული ადამიანები) გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინეს, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.


მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.


კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. ამ აღმოჩენით გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.


„ეს ძეგლი თარიღით დმანისის ძველი აღმოჩენის (საუბარია ზეზვასა და მზიაზე) თარიღს ემთხვევა, იარაღებიც იდენტურია და ფაუნაც საკმაოდ ჰგავს. იგივე ხეობაა, იქ ადრე პალეო ტბა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ჩანს, აფრიკიდან რომ გამოვიდა ადამიანი დასახლდა სამხრეთ კავკასიაში, რადგან ძალიან დიდი გავრცელება გვაქვს დმანისის ტერიტორიაზე“, - ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.






მუზეუმიში აცხადებენ, რომ ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების  (Homo erectus) ჯგუფების მიერ. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus