Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კახა კუკავა: არჩევნებში გვინდა ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის კარგად გამოკვეთა და პოზიციონირება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში პარტიის საერთო ამოცანაა ზომიერი კონსერვატორული მიმართულების გამოკვეთა და პოზიციონირებაა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ორპოლუსიანობამდე და პერსონებამდე დაიყვანება, მიზანია კონსერვატიული ფრთა და მიმართულება ნელ-ნელა, ეტაპობრივად გახდეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალა:


„მთელი ჩვენი ანაქრონიზმი პოლიტიკური პროცესისა არის ის, რომ საზოგადოებაში კონსერვატიულ მიმართულებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, მიახლოებით სადღაც70-80 პროცენტი ჩვენი მოსახლეობისა არის კონსერვატორული მსოფლმხედველობის, მაგრამ პოლიტიკურ ორგანოებში ის არის წარმოდგენილი 0 პროცენტით. მე შემიძლია ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი მოვიყვანო, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, იგივე ნამახვანჰესის საკითხი რომ გავიხსენოთ, იგივე ლგბტ პრაიდის თემა და ბევრი სხვა თემა მოვიყვანო მაგალითად, როდესაც ჩვენ ვხედავდით ძალიან დიდ სეგმენტს ჩვენი საზოგადოებისა გარკვეული პოზიციით, ამ შემთხვევაში არ შევდივარ მსჯელობაში ეს პოზიცია ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, მაგრამ საზოგადოების ამ ძალიან დიდ სეგმენტს 150 კაციან პარლამენტში ერთი ადამიანიც არ ახმოვანებდა. ეს არის პრობლემა და გაუცხოების ყრუ კედელი, რომელსაც უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები და კიდევ მოიტანს“, - განაცხადა კახა კუკავამ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან ასევე აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის ახალი სახეების მოძიების, პარტიული ინფრასტრუქტურის გაძლიერების საშუალება იმისთვის, რათა პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს:




„თვითმმართველობის არჩევნებს ყოველთვის ახასიათებს ის, რომ არის პარტიული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის ანუ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყოველთვის ასე აღიქმება, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებში ახალი სახეები იქნან მოძიებულები“, - აღნიშნა კახა კუკავამ.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ. მათ შორისაა "თავისუფალი საქართველო", რომელიც არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურად ღებულობს. მას პროპორციული სიები 56 მუნიციპალიტეტში აქვს წარდგენილი, თბილისის მერობისთვის კი "ადვოკატთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი იბრძოლებს.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus