Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ადვოკატის თქმით, რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს შეხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი სოფო გოგშელიძე. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას.


„იგი დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ სიღრმუსეულ პასუხებს ვერ გაგცემთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გადმომეცემა, გავეცნობი სრულყოფილად და მას შემდეგ მექნება საშუალება დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, - გვითხრა ადვოკატმა.


მურსაკულოვი შსს-მ 8 სექტემბერს დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„TV პირველმა“ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმად მურსაკულოვი მთაწმინდის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ამავე დოკუმენტის თანახმად, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.




გარდა ამისა, მურსაკულოვი ჩანს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რასაც თავად ზარქუა გამოეხმაურა.


„ეს არის 2018 ან 2019 წელი, სადაც ჩვენ მთაწმინდაზე არჩევნები გვქონდა და ერთ-ერთი აქტივისტია, ეტყობა. გვარი და სახელი ვერ გავიხსენე და ფოტოზე მივხვდი მერე. აქ მარტივია ჩვენი პოზიცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დროს რას წარმოადგენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, ვინც არ უნდა იყოს”, - ირაკლი ზარქუას კომენტარს „ფორმულა აქვეყნებს“.


„ფეისბუკზე“ კი ზარქუამ დაწერა: „ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ“.




ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.




ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus