ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები, ვინცშესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილები, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანა მოხდეს კოვოდსასტუმროებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით სტაციონარში ინფიცირებულთა 13% ხვდება და გარკვეულ პერიოდში პაციენტების მიღება საკმაოდ რთული იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა.
„ვაკვირდებით თუ რა არის საწოლბრუნვის მაჩვენებელი კლინიკაში და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. სტაციონარიზაცია დღესდღეობით არის 13%-მდე და ამაზე ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი ვისაც საჭიროება აქვს არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილი და გადაყვანილი კოვიდსასტუმროებში, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანაც მოხდეს. თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, ინფექციის მატებასთან ერთად გამოჯანრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.