„კრისტიან ერიკსენი კლინიკაშია გადაყვანილი. ის ცოცხალია“ - აცნობა კოპენჰაგენის სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს დიქტორმა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, დანიისა და ფინეთის შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს, 29 წლის დანიელი ფეხბურთელი მოედანზე მოწყვეტით დაეცა, ისე, რომ არანაირ ძალისმიერ შეჯახებას და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. სპორტსმენი სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს. თამაში კი დროებით შეწყდა.
უეფას ინფორმაციით, დანიისა და ფინეთის მატჩის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ცოტა ხანში მიიღებენ.