Добавить новость

Строительство нового корпуса перинатального центра обсудили в Видном

Москва осталась без площади Европы

Большинство зумеров готовы покупать украшения по низкой цене

Χοлοднοe блюдο: Βοлοдин οтοмcтил Ƃacтpыκину ɜa «гοcдуpу»

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩვენებისთვის დასჯილი: რას ჰყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ივნისს

ურჩობისთვის დასჯილი: ინტერვიუ ლუკა ხაჩიძესთან, რომელიც მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოაძევეს

18 წლის ლუკა ხაჩიძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის, იმავე ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, წარსულში - ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც ლუკამ შუახევის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისცა ჩვენება და პოლიციას უამბო, რა ნახა და გამოიარა წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, იგი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაძევეს. რიგითი პოლიციელის ოჯახში ღამისთევის შემდეგ ახლა მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და სახალხო დამცველის დახმარებით თავშესაფარში დაბინავდა.

ლუკა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ მან გადაწყვიტა პანსიონის ბინადარი ბავშვებისთვის, როგორც სრულწლოვანს, მხარი დაეჭირა, რადგან, მისი თქმით, დაწესებულებაში აღმზრდელები „არაადამიანურად ექცეოდნენ“.

ლუკა ხაჩიძის საჯარო განცხადებას გუშინ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააკისრა.

ლუკა ხაჩიძის სრული ინტერვიუ წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჯაღმაიძე ცდილობს პანსიონზე „პროპაგანდისტული შტურმი" პრაიდის კვირეულთან დააკავშიროს

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინო ლომჯარიას, UNICEF-ს და World Vision-ს ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ევროსაბჭო რუსეთს ავალდებულებს 6 სექტემბრამდე გადაიხადოს დეპორტირებული ქართველების კომპენსაციის 10 მილიონი ევრო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, 6 სექტემბრამდე, დაზარალებულებზე გადასანაწილებლად, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხადოს 1500 მოქალაქის მასობრივი დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაცია, 10 მილიონი ევროს ოდენობით, საპროცენტო განაკვეთთან ერთად, ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის ევროპის საბჭოს მეშვეობით გადახდა.

გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 7-9 ივნისს გაიმართა.

როგორც აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიეტუვის პრეზიდენტი ხელისუფლებას შეხვდება

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოშია. დღეს, 11 ივნისს ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარეთან, კათოლიკოს-პატრიარქთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გუშინ ის ხურვალეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო რუსეთის მცოცავ ოკუპაციას. ამის შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება.

გიტანას ნაუსადა ტვიტერზე წერს, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ლიეტუვის პრეზიდენტი ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვებზე: ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

TI: საქართველოში 26 კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოფშორში რეგისტრირებული ფირმები ფლობენ

არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის 10 ოფშორული კომპანია საქართველოში 26 კომპანიის მფლობელია.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

TI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და ყოფილი პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, დაკავშირებული იყო ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანია. მას შემდეგ მათი ჩამონათვალი გაიზარდა.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბაიდენმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო რუსეთის გაფრთხილებით „მავნე“ ქმედებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 9 ივნისს, საღამოს, ბრიტანეთში ჩავიდა და დაიწყო თავისი პირველი მოგზაურობა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. ბაიდენის მიზანია მოახდინოს ვაშინგტონის მიერ ურთიერთობების აღდგენის დემონსტრირება თავის ევროპელ მოკავშირეებთან და აჩვენოს თავისი ადმინისტრაციის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ.

მას შემდეგ, რაც საღამოს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, მილდენჰოლთან, დაეშვა, ბაიდენი მიესალმა და მიმართა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალს, რომელიც იქ არის განთავსებული.

ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც შეხვდება მომავალ კვირაში დიდი შვიდიანის, ნატოს და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, გადასცემს ცხად გზავნილს. ევროპაში რვადღიანი ვიზიტის დაწყებისას ბაიდენმა თქვა, რომ „ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს“, „ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“, დასძინა, რომ აშშ რუსეთის „მავნე“ ქმედებებს პასუხს გასცემს გადაჭრით და კონსტრუქციულად.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერეს „ახალ ატლანტიკურ ქარტიას“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატია, მაშა, ვლადიმირ პუტინი და მისი სავარაუდო მემკვიდრე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მართალია, ოფიციალურად კვლავინდებურად არ ცნობს თავის ქალიშვილებს, მაგრამ ზოგჯერ მათთან ერთად მონაწილეობს ერთსა და იმავე ღონისძიებაში.

ამჯერად კატია (ეკატერინა ტიხონოვა), მაშა (მარია ვორონცოვა) და ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდნენ სპიკერების როლში სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 2-5 ივნისს გაიმართა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში.

მედიის ყურადღება მიიპყრო იმანაც, რომ ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე პუტინის უმცროს ქალიშვილ ეკატერინა ტიხონოვასთან ერთად მონაწილეობდა კირილ დმიტრიევი, პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის თავმჯდომარე, რომელსაც ინტერნეტსა და მედიაში რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრესაც უწოდებენ.

გამოცემა „ინსაიდერის“ მიმიმხილველის, სერგეი ეჟოვის, თანახმად, არსებობს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთა მიხედვით, მაშასა და კატიას გარდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სხვა შვილებიც უნდა ჰყავდეს.

„როგორც ირკვევა, საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ შვილებით, რომლებიც [პუტინს] ქორწინებაში გაუჩნდა. არის კიდევ სულ მცირე ერთი უკანონო ქალიშვილი სანკტ-პეტერბურგში, პლუს, ბოლომდე დადასტურებული ინფორმაციით, მას უნდა ჰყავდეს შვილები ალინა კაბაევასგან“, - უთხრა სერგეი ეჟოვმა რადიო თავისუფლებას.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ მიადევნებს თვალს გაეროს ბავშვთა ფონდი ნინოწმინდის პანსიონში დაგეგმილ ცვლილებებს და იგეგმება თუ არა მის ადგილას მცირე ტიპის საოჯახო სახლების შექმნა, რადიო თავისუფლებას ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა Unicef-ის სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Life.ru публикует видео первых секунд после взрыва автомобиля в Москве

Более 55 млн автомобилей зарегистрированы в России.

Пожар в жилом доме на юго-западе Москвы потушен

Москва осталась без площади Европы

Музыкальные новости

???? 20 июля на стадионе «Динамо» любители шахмат отметили Международный день шахмат, а также 100 летний юбилей Всемирной шахматной федерации (ФИДЕ).

Поддержала бойцов песней. Светлана Сурганова дала концерт для контрактников

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала

"Спартак" после первого тура РПЛ оказался на 15-м месте в турнирной таблице

Новости России

Компании из Саранска, Москвы и Оренбурга: стали известны подрядчики, которые будут строить микрорайон «Звездный» в Орске для людей, пострадавших от наводнения

Χοлοднοe блюдο: Βοлοдин οтοмcтил Ƃacтpыκину ɜa «гοcдуpу»

К днищу взорвавшегося автомобиля в Москве прикрепили СВУ

Выполнено более 40 процентов работ по реабилитации части парка «Москворецкий»

Экология в России и мире

Кухня – рай для бактерий: доктор Кутушов рассказал о скрытых рассадниках микробов

"Кедровые острова" дали первые всходы

Зима близко: Вильфанд предсказал скорое падение температуры, указав регионы, где это случится

Не поможет и жвачка: Доктор Кутушов рассказал о причинах неприятного запаха изо рта

Спорт в России и мире

Котов проиграл Берреттини в первом круге турнира ATP в Австрии

Российский теннисист Рублев опустился на одну строчку рейтинга ATP

Елена Веснина показала свой номер в Олимпийской деревне: видео

Теннисистка Мария Шарапова снялась без макияжа и укладки

Moscow.media

Quto: почему троит двигатель

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.

Отрытый конкурс красоты и таланта «Одна на миллион»

Подтверждена совместимость операционной системы AlterOS и офисного пакета AlterOffice с МИС «Ариадна»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Строительство нового корпуса перинатального центра обсудили в Видном

Компании из Саранска, Москвы и Оренбурга: стали известны подрядчики, которые будут строить микрорайон «Звездный» в Орске для людей, пострадавших от наводнения

Водителя и пассажирку взорвавшегося в Москве Land Cruiser спасли очевидцы

Выполнено более 40 процентов работ по реабилитации части парка «Москворецкий»