Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ორშაბათს 2020 წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნეს, რომელთა თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა, შარშან დაახლოებით 607 ათასი დოლარის მოგება მიიღეს. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ, დაგ ემჰოფმა - დაახლოებით 1,7 მილიონი დოლარი.



პრეზიდენტის ოჯახის ძირითად შემოსავალს გასულ წელს შეადგენდა საპენსიო ფონდიდან მიღებული დანაზოგი, ასევე წიგნებიდან და გამოსვლებიდან მიღებული ჰონორარები. თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 26 % ბაიდენებმა გადასახადის სახით ფედერალურ ბიუჯეტში ჩარიცხეს, ხოლო 5% - დელავერის შტატისაში, სადაც წყვილი თეთრ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.



ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოჯახის შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენდა მისი მეუღლის, მასმედიისა და გასართობი ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე იურისტის, დაგ ემჰოფის, მიერ მიღებული ჰონორარი. ფედერალური გადასახადების სახით კი მათ 622 000 დოლარი გადაიხადეს.



თეთრი სახლის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებით აშშ-ის პრეზიდენტი აგრძელებს „თითქმის უწყვეტ ტრადიციას“, რომელსაც მისი წინამორბედები იცავდნენ. განცხადებაში მინიშნება კეთდება დონალდ ტრამპზე, რომელიც უარზე იყო გასაჯაროებულიყო მისი, ჯერ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, შემდეგ კი, როგორც პრეზიდენტის - საგადასახადო დეკლარაციები.



ოპონენტების პასუხად, ყოფილი პრეზიდენტი თავის უარს ამართლებდა იმით, რომ საგადასახადო დეკლარაციები იმყოფებოდა აუდიტის პროცესში.



გასულ შემოდგომაზე გაზეთ New York Times-ის განკარგულებაში აღმოჩნდა დონალდ ტრამპის 2016-2017 წლების საგადასახადო დეკლარაციები. გაზეთის თანახმად, ამ წლებში დონალდ ტრამპმა მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა ინდივიდუალური გადასახადის სახით. ყოფილმა პრეზიდენტმა ამ ცნობას „სიცრუე“ უწოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus