Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პარტია ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს განიხილავს თბილისის მერობის კანდიდატად

2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატობას გეგმავს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.


„თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე [თბილისის მერობის კანდიდატად] და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“ - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.


შეკითხვაზე, თუ ოპოზიციაში გამოიკვეთება, რომ თავად საერთო კანდიდატი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში დაუჭერს თუ არა მხარს სხვა კანდიდატურას? ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „თუ მე არ ვიქნები, ესე იგი, საერთო კანდიდატი არ იქნება. ეს ამას ნიშნავს“.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარმა კანდიდატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დიდუბის ოლქში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 21.06% აიღო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus