თბილისში, პეკინის N41-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულ 14 ოჯახს მერია დროებით სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს. როგორც მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, მოგვიანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს.
მერიის პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა.
მაშველებმა როგორც სადარბაზოდან, ისე სახანძრო კიბის საშუალებით, დაკვამლიანებული შენობიდან გაიყვანეს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. ცეცხლს მეხანძრე-მაშველების 14 ჯგუფი აქრობდა.
საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს დილით, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის დროს მაღალი სართულიდან გადავარდა.