პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 6 მაისს, გამოსცა.