პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე პუტინის ფიგურა დასვეს
აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა, ოტაკარ ვან გემუნდმა, რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „გვსურდა რუსეთის საელჩო მოგვერთო პუტინისეულ მაფიოზურ სტილში, რადგან ბოლო ხანებში რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა უკრაინის და მთელი მსოფლიოს მიმართ“.
რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრისპირა არეალიდან და „ოკუპაციური ძალები“ საკუთრივ უკრაინიდან, ასევე გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი.
რუსეთის საელჩოსთან წესრიგს იცავდა პოლიციელების ჯგუფი, მათ აქციის მომწყობთათვის ხელი არ შეუშლიათ.