Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას და მასთან ერთად გადაღებულ ფოტომასალას "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ლაშა ხუსკივაძე ავრცელებს.


მუმლაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძეს საპატიმროს დატოვება 1500 ლარის გადახდის შემდეგ უკვე შეეძლო. რადიო თავისუფლებას ლაშა ხუსკივაძემ უთხრა, რომ დაკავებულის გირაო სრულად არის დაფარული.




გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. დავით კაპანაძე და სხვა აქტივისტები კი - ამავე დღის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აპროტესტებდნენ იმას, რომ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია, როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს.


მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus