Добавить новость

На новогодних праздниках жители Владимира выбрали активный отдых

Сердце, бьющееся столетие: столичный главк Росгвардии чествует ветерана Великой Отечественной войны

Приготовьтесь к ностальгии — «Размена Не Будет» погрузит вас в атмосферу ночного киоска

Нижегородцы смогут получать услуги в МФЦ по биометрии

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

სიყვარულის ზღაპარი

როდემდე უნდა ვიდგე ასე, კართან ატუზული, როდის უნდა გაიღვიძოს ამ დალოცვილმა. ნამდვილი ძილისგუდაა… რახანია გათენდა, ყველანი სამსახურში წავიდნენ – შვილები, შვილიშვილები, ეს კი წევს არხეინად და არც ვახსოვარ. არ ვეცოდები… სულ თვალებში შევციცინებ, აღარ ვიცი რით გავახარო, მაგრამ მაინც არ ვუყვარვარ ისე, მე რომ გამიხარდება… გოგო, ხომ იცი, მე შენი დედიკო ვარო, მეუბნება ხოლმე და მაშინ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ” დედიკო”… მიყვარს ეს სიტყვა.

მე და ჩემ ძმასაც გვყავდა დედიკო, მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით და არ გვახსოვს. უდედიკოების სახლში გავიზარდეთ, მაგრამ იქაურობას ვერ ვიტანდით და ერთ მშვენიერ დღეს გამოვიპარეთ კიდეც. დღისით ქუჩაში დავწანწალებდით მშივრები, არც ცეკვა ვიცოდით და არც სიმღერა, მაგრამ ფულს მაინც გვჩუქნიდნენ, ღამით კი ძველი სახლის სარდაფში გვეძინა. ზამთარი იყო. გვციოდა. ქარიან ამინდში ძვლები გვტკიოდა და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ყურადღებით ვიყავით, პოლიციელებს რომ არ დავენახეთ, თუმცა მაინც მოგვაგნეს და უკან დაგვაბრუნეს. ბოლოს გვეშველა – ჩემ ძმასაც გამოუჩნდა პატრონი და მეც, მაგრამ მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ახლა გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვბუზღუნებ, თორემ საყვედური ნამდვილად არ მეთქმის, კარგ ოჯახში მოვხვდი. აქ ყველაზე უფროსი ეს ქალბატონია, ამდენხანს რომ არ იღვიძებს. მომიყვანეს თუ არა, მაშინვე მომეწონა და უცებ შევეჩვიე. თუ კარგ გუნებაზეა, სულ მეხუტება და ჩამჩურჩულებს, შემოგევლოს დედიკოო, მე კი სიხარულით ჭკუაზე არა ვარ, გული მიჩერდება. ერთხელ, ცუდად რომ გახდა და ვიღაც კაცებმა ” მყვირალა” ავტობუსით სადღაც გააქროლეს, ძალიან ვინერვიულე. მთელი ღამე ვტიროდი. კიდევ კარგი, მალე მოარჩინეს და დაგვიბრუნეს, თორემ რა მეშველებოდა, მთელი დღეები მარტო უნდა ვყოფილიყავი…

ისე, უნდა ვაღიარო, საშინელი მტირალა ვარ, ჩემი ძმის გახსენებაზე ცრემლებს ვერ ვიკავებ და თუ სხვებიც სახლში არიან, კისრისტეხით გავრბივარ ფანჯრისკენ და ეზოში ვიხედები, ვითომ ვიღაცას დავეძებ. კარგია, ასეთ მძიმე წუთებში რომ არ ვიბნევი, თორემ ჯღავანა და საცოდავი ვის რად ვუნდივარ… . მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა და მეზობლების თვალთვალი. მითხრეს, ეს ცუდი საქციელია, არ შეიძლება სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაო, მაგრამ დედიკომ დამამშვიდა, შენ რა შუაში ხარ, ეგ გრძელცხვირებს ეხებაო… რა ვქნა, რაღაცით ხომ უნდა გავერთო. დედიკოს ჩემთვის არ სცალია, სულ დაკავებულია, ხან სამზარეულოში ტრიალებს, ხან ტელევიზორს უყურებს, ხან კი ზის გაშეშებული და ფიქრებშია ჩაძირული. მერე უცებ გავახსენდები, მტაცებს ხელს და ჩამიხუტებს, მაგრამ მე უკვე ცუდ გუნებაზე ვარ და არ ვეპუები, ვუძალიანდები, ყოველთვის მაგის ხუშტურებზე ხომ არ ვივლი… თუ ვინმე გიყვარს, სულ უნდა გიყვარდეს- დილით, საღამოთი, ყოველდღე და ყოველ წამს…

ოჰოჰოჰ, ამას ვის ვხედავ, მობრძანდა მისი ბრწყინვალება, ჩვენი უჟმური მეზობელი- მისტერ გრეგორი. როგორც იქნა, მოაგნო სახლს. მოდის ხვნეშა- ხვნეშით და მოათრევს სავსე ჩანთებს. რას ჭამენ ამდენს … ახლა მისი მეგობარი ქალიც შემოანათებს ბრჭყვიალა რედიკულით – ყოვლად გაუგებარი არსება… ასე დადიან სულ- წინ კაცი გარბის, უკან ქალი მისდევს. არ უხარიათ ერთად ყოფნა, არ უყვართ ერთმანეთი, ჰოდა, რას დაეხეტებიან წინ და უკან, ვერ გავიგე… .

სკვერში გრილა. გაზაფხული იგვიანებს. გზაშია. შარშან ამ დროს გადაჭრელებული იყო აქაურობა, ყველაფერი ყვაოდა, წელს კი ფოთლებში შეყუჟული კვირტები ქარს ემალებიან. მზის გულზე ნებივრობა ენატრებათ. აი, ჩემმა დედიკომაც გაიღვიძა, როგორა ხარო, მომიკითხა, ჩამეხუტა და უცებ დერეფნიდან ყვირილი შემოგვესმა. ჩვენს გვერდით მოხუცი ცოლ- ქმარი ცხოვრობს. ორმოცდაათი წელი ერთად გაატარეს. შეხვედრისას სულ ღიმილი უთამაშებთ სახეზე, მაგრამ მატყუარები არიან…. დერეფანში გავედით თუ არა, ეს ჩვენი “ღიმილიანი” ბერიკაცი გაცეცხლებული გამოვარდა ოთახიდან,  კარი გამოიჯახუნა და წყევლა- კრულვით დაეშვა კიბეებზე.

რა უცნაური ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში. გარეთ ხელკავით დასეირნობენ, “სიყვარულს აფრქვევენ “ირგვლივ, შინ კი ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს, სიცრუეში ცხოვრობენ. ჩვენც გვყავს ოჯახში მამაკაცი, ჩემი დედიკოს შვილიშვილი, მაგრამ სახლში რომ შემოდის, ჯერ მე მკოცნის და მერე დანარჩენებს. თბილები არიან ჩემები, ძალიან თბილები. ხანდახან რომ ვბრაზდები, მათი ბრალი კი არ არის, ჩემი ბრალია – შეყვარებული ვარ და ნერვები მღალატობს…

ეს ახლახანს მოხდა, იანვრის თვეში. დედიკოს დაბადების დღე იყო, ქართველმა მეგობრებმა დარბაზი იქირავეს, პურმარილი გაამზადეს და დაპატიჟეს ჩვენი ოჯახი. ჩემებმა მარტო არ დამტოვეს და მეც წამიყვანეს. დილიდან ვემზადებოდით. ამ ფაციფუცში კარში გავეკვეხე და ფეხი ვიტკინე, მაგრამ არ შევიმჩნიე, შემეშინდა, შინ არ დამტოვონ- მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს სტუმრად სიარული, ადრე ვიძინებ, და ეტყობა ბედისწერა იყო, ასე რომ გავიგიჟე თავი… სტუმრები მისულები დაგვხვდნენ, გვილოცავდნენ, გვეფერებოდნენ, რა ლამაზები ხართ, რა მშვენივრად გამოიყურებითო… სხვათაშორის, შინიდან გამოსვლისას, სარკეში რომ ჩავიხედე, მეც მომეწონა ჩემი თავი- კისერზე დიდი, წითელი ბაბთა მეკეთა და ძალიან მიხდებოდა. ეს რა გადასარევი გოგო ვყოფილვარ-მეთქი, გავიფიქრე. ამ ალიაქოთში ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გვერდზე მოვიხედე და სიმპათიური ყმაწვილი დავინახე – იდგა გაშტერებული და თვალს არ მაშორებდა. სუფრასთან რომ მიგვიწვიეს, არც დაფიქრებულა, მაშინვე გვერდზე მომისკუპდა, მერე მაგიდის ქვეშ შემოაცოცა ხელი და შოკოლადი მომაწოდა. ტკბილეული დიდად არ მიყვარს, მაგრამ უარს როგორ ვეტყოდი, მაშინვე გულში ჩამივარდა ის ოხერი- მწვანე თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა… .

ოთახის ერთ კუთხეში სათამაშოებით დახუნძლული, ფერადი ნათურებით გაჩახჩახებული დიდი ნაძვის ხე იდგა. სტუმრები გემრიელად მიირთმევდნენ ნაირ- ნაირ კერძებს, მე კი ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ბედნიერებისგან ვცახცახებდი. ცოტათი დანაყრდნენ თუ არა, ვიღაცამ ვიცეკვოთო, გამოაცხადა, სინათლე ჩააქრეს, მუსიკა ჩართეს და ათასფრად მოციმციმე ნაძვის ხის შუქზე თავი ზღაპრულ სასახლეში მეგონა. მწვანეთვალებამ დრო იხელთა, მკლავი მომხვია და კისერში მაკოცა. დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. ენა ჩამივარდა. ამან მთლად დააფრთხო ვაჟბატონი, შერცხვა და ტახტისკენ გაიძურწა. ვერც იქ მოისვენა, დაფეთებული წამოვარდა, ნაძვის ხეს ორჯერ შემოურბინა და სათამაშოები ჩამოყარა… მეწყინა. არ მიყვარს ცეტი და ჭკუამხიარული ხალხი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია- მეთქი, დავიმშვიდე თავი…

ცოტახანში სტუმრები ცეკვა- თამაშს მორჩნენ და სუფრას დაუბრუნდნენ. თამადამ სასმისი შეავსო, სადღეგრძელო რომ დაელია, მაგრამ ვიღაც ყმაწვილი ქალი წამოდგა და ჩემი ბიჭი სად არისო, იკითხა. მივიხედ- მოვიხედეთ და ყველანი ღია ფანჯარას მივაშტერდით. ვაიმეო, დაიყვირა ქალმა და გარეთ გავარდა. ვიღაცეები გაედევნენ. სამარისებური სიჩუმე ნისლივით ჩამოწვა ოთახში. მეორე სართულზე ვართ ხომ? – წამოიკნავლა ვიღაცამ. ფანჯარას არავინ გაკარებია. გონს მოსვლა ვერ მოვასწარით, კარი გაიღო და ოთახში აცრემლებული ქალბატონი შემოვარდა, გულზემიხუტებული, გაბურძგნული არსება გვერდზე მომისვა და მოეფერეო, მთხოვა, თვითონ კი სტუმრებს შეუერთდა…

თავდახრილები ვისხედით ორივენი – უდედიკოების სახლში გაზრდილი ობოლი ფისო, თეთრი სესილია და მოუსვენარი და რეტდასხმული შავი კატა, ნიკი. ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა. ახლა დუმილი ყველაზე კარგი თავშესაფარი იყო ჩვენთვის. სახეზე შავი, ფაფუკი თათების სითბოს ვგრძნობდი… ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, მეგონა ღრუბლებში დავცურავდი… არა, ვერ დავივიწყებ. სიყვარული არ ბერდება… აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთს… ნეტავ, ფისოების ქორწილი არსებობს?

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

За блогерами будущее

«Росгосстрах»: в 2024 году выплаты за поврежденное жилье и имущество увеличилась на 18,7%

На новогодних праздниках ярославцы выбрали активный отдых

Жители Волгограда стали чаще выбирать зимний отдых в горах

Музыкальные новости

Памятник Пригожину и Уткину установили на кладбище в Иркутске

Орган в Планетарии. Музыка для влюблённых

Больше 10 миллионов пассажиров покинули аэропорт Пулково в 2024 году

«Какого массажиста потеряла страна!» Митя Фомин рассказал Анфисе Чеховой о своих приключениях в Америке

Новости России

Сердце, бьющееся столетие: столичный главк Росгвардии чествует ветерана Великой Отечественной войны

Нижегородцы смогут получать услуги в МФЦ по биометрии

Приготовьтесь к ностальгии — «Размена Не Будет» погрузит вас в атмосферу ночного киоска

На новогодних праздниках жители Владимира выбрали активный отдых

Экология в России и мире

Джиган сделал Оксане Самойловой сюрприз стоимостью более 22 миллионов рублей: видео

Начинает свою работу экологический бизнес-акселератор в рамках конкурса малых грантов для социальных предпринимателей

Как менялись эталоны женской красоты за последние 100 лет

Что нас больше всего раздражает в других

Спорт в России и мире

Алькарас: Уезжаю из Австралии с гордо поднятой головой

AFP: Медведев заплатит штраф в 76 тысяч долларов за поведение на Australian Open

Паула Бадоса одолела Кори Гауфф в четвертьфинале Открытого чемпионата Австралии.

Джокович: Это был один из самых эпичных матчей, которые я проводил

Moscow.media

Звук, который дает преимущество: новая игровая гарнитура Bloody G565

Рождественские дни в Кимже....

• https://dusil.org • Dusil Photography

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Путин высоко оценил усилия Египта в достижении договорённостей Израиля и ХАМАС

Сердце, бьющееся столетие: столичный главк Росгвардии чествует ветерана Великой Отечественной войны

За блогерами будущее

Ушаков: Москва ждет от Вашингтона конкретных предложений для разговора лидеров РФ и США