Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა, „ქართული ოცნება“ მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.


„ჩვენ არათუ მარტო კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. "ქართული ოცნება" ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს. და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც, ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს.




31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.


12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.


დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:



პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus