Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაიდენმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნავალნიზე თავდასხმა ახსენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, 13 აპრილს, ახსენა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა.


ამის თაობაზე განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა. საუბრიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ არც ერთ მხარეს აქამდე არ უთქვამს, რომ ნავალნის თემა განიხილეს. კრემლის თანახმად, საუბარი აშშ-ის ინიციატივით შედგა. ბაიდენმა 15 აპრილს თქვა, რომ პუტინთან საუბრისას გულწრფელი იყო და გააფრთხილა მომავალი მოქმედებების შესახებ, თუ რუსეთი გააგრძელებს აშშ-ის დემოკრატიაში ჩარევის მცდელობებს.


აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ზომების გატარებისკენ მოუწოდა, რათა განიმუხტოს მზარდი დაძაბულობა უკრაინასთან, და გამოვიდა ორ ლიდერს შორის მესამე ქვეყანაში სამიტის გამართვის წინადადებით, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი და ნატო კიევს კვლავ მხარდაჭერას უცხადებენ.


სატელეფონო საუბარში ბაიდენმა "გამოხატა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის მოულოდნელი მატების შესახებ, და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა", - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.


კრემლმა დაადასტურა, რომ ბაიდენი ორ ლიდერს შორის "ახლო მომავალში" სამიტის გამართვის წინადადებით გამოვიდა, მაგრამ არ უთქვამს, დათანხმდა თუ არა ამას პუტინი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus