Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რატომ ითხოვს ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს უკვე რამდენიმე წელია მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობა. ამიტომ, მისი თქმით, კონსტიტუციიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, ცნობად მიიღოს მისი ეს განცხადება და შეუწყვიტოს მოქალაქეობა.


იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. როგორც რადიო თავისუფლებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უთხრეს, მან სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მიმართა. სააგენტო განმარტავს, რომ საქმის განხილვა უკვე მიმდინარეობს.


საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. საქართველოს კანონით მოქალაქეობის შესახებ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus