Добавить новость

В воскресенье в Подмосковье ожидается +29 градусов без осадков

Возбуждено дело после обнаружения матери с ребенком в ЖК «Лефортово парк»

Почти 18 миллионов: стала известна стоимость лекарства, необходимого Лещенко

Тапочки для настоящих большевиков

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

საჭესთან სხვები სხედან

ხშირად მეუბნებიან, რა ბედნიერებაა, ასე რომ გამოიყურები და უმწეო, მოწყენილ მოხუცებს არ ჰგავხარო. მე მწარედ მეღიმება. მთლად ასეც არ არის, მაგრამ თუ წლებით დახუნძლულს ცხოვრება დაგინდობს, შენი დანახვისას გულზე არავის შემოეყრება და ფუი, ეშმაკსო, არ შესძახებს- უკვე კარგია. სიბერეს ერთი სიკეთე ახლავს – თავისუფლება. არც არაფერს გავალებენ და არც არაფერს გეკითხებიან. ხომალდი მიდის. საჭესთან სხვები დგანან. მგზავრები გაჩერებას ელოდებიან. ვინ როდის ჩადის, არავინ უწყის… ყველაზე გაუსაძლისი კი მაინც სიმარტოვეა, თანაც ისეთი, ხალხში რომ ხარ და მაინც მარტო ხარ…წარსული დრომ ჩაყლაპა, მაგრამ თუ მოინდომებ, დაინახავ მარადიულ ნისლში ჩაკარგულ წასულთა ლანდებს ასე ძალიან მონატრებულებს… ეს ტკბილი ზმანებებია.

რამდენჯერ ვმჯდარვარ გაშლილ სუფრასთან, ყველა მღერის, იცინის, სახუმარო ამბებს ყვებიან, მოხუცი კი ზის კუთხეში ჩაფიქრებული და თითქოს არი და არც არი…მარტოობასთან ჭიდილს ცოტანი ახერხებენ, ზოგი ეზოში ფუსფუსებს,ზოგი პარკშია და გაზეთს კითხულობს, ზოგი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი პოეტია და ზოგი პროზაიკოსი…

მე კი ქუჩაში სეირნობა მხიბლავს, სახალისოა, ვის არ ნახავ, ვის არ გადაეყრები, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, მით უმეტეს უცხო ქალაქში. ერთხელ დავიკარგე კიდეც, შვილებს დავურეკე, მიშველეთ-მეთქი, და კარგახანს მეძებდნენ მანქანით აქაურ გზაჯვარედინებზე. მას შემდეგ ხეტიალს თავი დავანებე და ჩვენი ფანჯრების წინ პატარა სკვერში სეირნობა ვამჯობინე. თუ ცხელა, ვზივარ აყვავებული ხეების ჩრდილში და სამოთხეში მგონია თავი, თვალები მეხუჭება და წარსულში ვიკარგები…

**********************

სამი წლის წინათ ვაშინგტონში მცხოვრები ჩემი შვილიშვილი მარიამი გათხოვდა. ქორწილის დღეც დაინიშნა. დედა და დეიდა ერთ ამბავში იტვნენ, ვაშინგტონში წასასვლელად ემზადებოდნენ, მე და მეორე შვილიშვილი კი სან-ფრანცისკოში ვრჩებოდით. გულის პრობლემების გამო თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალული მქონდა და ლუკა ჩემთან დარჩა, მარტო რომ არ ვყოფილიყავი.

თავიდან მაინც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ შვილები ნერვიულობდნენ, გზაში ცუდად არ გახდესო.

ჰოდა, ავდექი და ჩემი კანდიდატურა მოვხსენი. (სხვათაშორის, ასე რომ იქცეოდნენ სავარძლებს ჩაბღაუჭებული ჩინოვნიკები, ქართველების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს).

მოკლედ, არ მინდოდა, გოგოები დაძაბული ყოფილიყვნენ იმ ბედნიერ დღეებში და გადაწყვეტილება საბოლოოა – მეთქი, გამოვაცხადე.

მერე ამ ჩემ სურვილს აუხდენელი ოცნებების სკივრში გადავუძახე და მომეშვა გულზე. თბილისიდან მაინც მიტევდნენ მეგობრები, უნდა წასულიყავი შვილიშვილის ქორწილში, მარიამს გაახარებდიო, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა და უჩემობა არ დასტყობია. ერთი მეგობრის წერილი კი ზეპირად მახსოვს:

ჩემო კეთილო ანგელოზო, რატომ არ წახვედი, უშენოდ ქორწილს რა პეწი ექნებოდაო… მინდოდა მიმეწერა, მე სადაური ანგელოზი ვარ ან ბებერი ანგელოზი ვის უნახავს–მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე – გამახსენდა, რომ სიყვარული ბრმაა…

******************

ღმერთო ჩემო, რამდენნაირ ადამიანს არ შეხვდები ამ ქვეყანაზე. ახალგაზრდობისას შინაურები სულ იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, გახსოვდეთ, კაცი კაცითაა ამ წუთისოფელში, გაუფრთხილდით ერთმანეთს, უერთგულეთ მეგობრებს, სიყვარული და მოკრძალება ამშვენებს ურთიერთობებსო.

ეს სურვილი ბევრი ჩვენთაგანის სულში თვლემს და უკურნებელი სენივითაა. ერთი მეზობელი გვყავდა, უმდიდრესი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე. ამ ქალბატონმა მთელი ახალგაზრდობა განცხრომაში გაატარა, მშვენივრად გათხოვდა, შვილებიც გააჩინა, მაგრამ იმ სავარძელში ჩასკუპება მაინც ვერ მოახერხა, ღამღამობით რომ ესიზმრებოდა ხოლმე.

არ გაუმართლა და მხოლოდ ოჯახის დიასახლისად შემორჩა წუთისოფელს. სამაგიეროდ, უამრავი მეგობარი ჰყავდა, რითაც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა და ისინიც ფინიებივით თვალებში შესციცინებდნენ. ერთი უცნაური თვისება ჰქონდა, უჭირდა თუ ულხინდა, როგორც წესი, მეგობართა ერთგული “ლაშქარი” უნდა სდგომოდა გვერდში. მახსოვს, შვილიშვილს გლანდების ოპერაციას უკეთებდა. წინადღით, ორი საათი ეკიდა ტელეფონზე და ლამის ნახევარი ქალაქი ააწრიალა თავისი ნერვიულობით.

დილით ბავშვთა საავადმყოფოს ეზო სავსე იყო მის მიერ მობილიზებული მეზობლებით, ნათესავებით და ნაცნობ–მეგობრებით. რატომღაც ექიმის დროზე არ გამოცხადდა და ოპერაცია გვიან დაიწყო. დიდხანს ფეხზე დგომისგან დაქანცული ხალხიერთმანეთს ვეღარ ცნობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მეორე სართულის ფანჯარაში თავი გამოყო ნერვიულობისგან წითლად აღაჟღაჟებულმა, თმაგაწეწილმა ბებომ და მომლოდინეებს გადმოსძახა: მეგობრებო, მომილოცეთ, ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარაო…ატყდა ტაში და ოვაციები.. ეს რომ მიამბეს, ფრიად ბედნიერად ვიგრძენი თავი, ვიფიქრე, მეც ხომ დამირეკა და კიდევ კარგი, არ წავედი– მეთქი…ერთი კვირის თავზე კი, სულ რომ არ ველოდი, ქუჩაში შევეფეთე ჩვენს ” ლიდერს”, წარბშეტეხილმა ირონიულად გადმომხედა და გვერდზე ამაყად ჩამიარა. გამიკვირდა, რომ არ მომესალმა და თვალი გავაყოლე … სწორედ ამ დროს, რაღაცას წამოკრა ფეხი, წინ მიმავალ მოხუც მამაკაცს მხრებზე დაეკიდა და ჩახუტებულები თავდაღმართზე დაგორდნენ…სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. ცუდ გუნებაზე დავდექი. ეჰ, ზოგჯერ ლიდერებიც საბრალონი არიან… .

******************

ივნისის შუა რიცხვებია. სან-ფრანცისკოში ისევ გრილა. თბილი ამინდი გვენატრება. ხშირად წვიმს, მაგრამ შინ მაინც არავინ ჩერდება. კაფეები და რესტორნები ხალხითაა სავსე. ამ ქალაქში შემწვარ – მოხრაკულების მოსამზადებლად ნაკლებად იცლიან, უმეტესობა გარეთ სადილობს ან ვახშმობს. არც ჩაცმისთვის იტკიებენ თავს. აცვიათ ისე, როგორც მოესურვებათ. ზოგს თბილი ქურთუკი ჩაუცვამს წვიმაში, ზოგი ნახევრად შიშველია, “შორტებსა“ და უსახელო მაისურში გამოკვალთული არხეინად დასეირნობს დიდი ქოლგის ქვეშ.

ამას წინათ მეგობარმა მომწერა, ერთი მანდ უნდა ჩამოვიდე, პალმიდან პალმაზე ვიკონწიალო და გადავრიო მაქაურებიო. გამეღიმა, აქ ვის გადარევ, პირიქით, ფრთხილად უნდა იყო, იქით არ გადაგრიონ. რა დამავიწყებს იმ დღეს, პირველად რომ გავედით ქუჩაში სასეირნოდ.

ამ ლამაზი ქალაქის შუაგულში, ტროტუარის კიდეში გაშოტილი, დათხვრილ საბნებში გახვეული მძინარე “ბომჟები“ რომ დავინახე, გაოცებისგან გავშტერდი, ამათ აქ როგორ აჩერებენ–მეთქი, მაგრამ გოგოებმა სასწრაფოდ გამარიდეს იქაურობას, თან “მაშინებდნენ“, ფრთხილად, არ გააღვიძო, ცუდი სიზმარი არ ჰქონდეთ ნანახი, თორემ უბედურებას გადაგვყრიანო.

ჰოდა, ამ “დაბოლილ” უსაქმურებს, ვითომდა უსახლკაროებს, ქალაქგარეთ სახლები აუშენეს, მაგრამ იწუნებენ, შორსააო…

ასეთია სან ფრანცისკო, საოცარი ქალაქი. აქ, ოკეანის სანაპიროზე, ფირუზისფერი ცის ქვეშ, თითქოს ყოველდღე დღესასწაულია, თუმცა ვინ იცის, ვის რა უჭირს ან რა უხარია – “ჩვენ, ცოდვილნი, ერთმანეთის მხოლოდ სახეს ვცნობთ და არა გულებს…” – გვასწავლის ბაბუა უილიამი, გვარად შექსპირი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ФК «Краснодар» 25 августа в рамках шестого тура РПЛ сыграет с «Динамо»

Самое интересное за прошедшую неделю мы собрали для вас в воскресном дайджесте

Тапочки для настоящих большевиков

Почти 18 миллионов: стала известна стоимость лекарства, необходимого Лещенко

Музыкальные новости

Премьеры прошлись по коридорам // Михаил Мишустин и Ли Цян провели переговоры

Глава российского бренда натуральной косметики Seahava объявила о выходе на рынок БРИКС

Росгвардейцы присоединились к акции "Триколор моей страны" в День флага РФ

Дистрибьюция Музыки.

Новости России

Возбуждено дело после обнаружения матери с ребенком в ЖК «Лефортово парк»

Тапочки для настоящих большевиков

Арест Павла Дурова во Франции: главное к утру

Самое интересное за прошедшую неделю мы собрали для вас в воскресном дайджесте

Экология в России и мире

Психолог Роман Цветков: что значит быть психологически зрелым человеком

Дети-пациенты Ставропольской психиатрической больницы посетили спортивный комплекс детского центра Family Park.

Выставки «Интерткань» и Textile&Home состоятся с 10 по 12 сентября в четырех павильонах «Экспоцентра»

Дистрибьюция Музыки.

Спорт в России и мире

Александрова проиграла в полуфинале теннисного турнира в Монтеррее

Рублёв проиграл Монфису на выставочном турнире в Нью-Йорке

Синнер об увольнении фитнес-тренера и физио после допинг-скандала: «Из-за ошибок у меня нет уверенности, необходимой для дальнейшей совместной работы»

Эрика Андреева одержала первую победу над соперницей из топ-20 рейтинга WTA

Moscow.media

Глава российского бренда натуральной косметики Seahava объявила о выходе на рынок БРИКС

Почти 60 водопропускных труб отремонтировали на трассе Р-132 в Смоленской области

Компания Great Wall привезет большой рамный внедорожник Haval H5 в Россию

В городском округе Домодедово проведена агитационно-разъяснительная работа с населением о сохранности имущества.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Baza: силовики готовятся к штурму квартиры мужчины, выбросившего в окно младенца

ФК «Краснодар» 25 августа в рамках шестого тура РПЛ сыграет с «Динамо»

Тапочки для настоящих большевиков

Самое интересное за прошедшую неделю мы собрали для вас в воскресном дайджесте