Добавить новость

Строители прокладывают перегонный тоннель между станциями «Звенигородская» и «Шелепиха» Рублево-Архангельской линии метро

Минфин России посоветовал не присоединяться к глобальному минимальному налогу

Заброшенное здание площадью свыше 2 тыс. кв. м восстановили в Свиблове

Жилой комплекс со спортивно-оздоровительным центром построят в Замоскворечье



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლილი ფოფხაძე – გულის სიბრმავე

გულის სიბრმავე

პატარა ლიზიკო, დამფრთხალი და  თვალცრემლიანი, ტანსაცმლის კარადაში იჯდა სულგანაბული. კარის გაღებისთანავე რომ არ დაენახათ, კუთხეში მიყუჟულიყო და ცახცახებდა. მამა ისეთი მთვრალი მოვიდა, ჯერ სამზარეულოში დალეწა ჭურჭელი და მერე ცოლის გრძელი ნაწნავები ხელზე დაიხვია და კედელზე არახუნებინებდა თავს. ლიზიკო მიხვდა, რომ მამას ჭკუა აღარ ეკითხებოდა, შეშინდა და კარადაში დაიმალა. დედა კარგახანს ხმას არ იღებდა (მამა ყვიროდა), მაგრამ ეტყობა ტკივილი ვეღარ აიტანა და აკივლდა, მიშველეთო. მეზობლებს დაძახება რად უნდოდათ, კარებზე იყვნენ მომდგარი, მაგრამ ვერ შედიოდნენ და ვერც პოლიციაში რეკავდნენ, ეშინოდათ, ეს ნაძირალა მერე ჩვენ აგვაწიოკებსო. თუმცა კივილი რომ შემოესმათ, პოლიციაშიც დარეკეს და სასწრაფოშიაც. ცოტა ხანში პოლიციელებმა გაკოჭილი ქმარი მანქანაში შეაგდეს, დასისხლიანებული და გონდაკარგული ცოლი კი სასწრაფოს ექიმებმა  საავადმყოფოში გააქანეს. ბავშვი არავის  გახსენებია.

7 წლის გოგონამ თვითონ მიხედა თავს. ოთახში მარტო დარჩა თუ არა, კარადიდან გამოძვრა, ფეხაკრეფით გამოვიდა გარეთ  და  მეზობელთან შევარდა, მამამ არ მომისწროს, უკან არ მობრუნდესო. მეზობლები ხშირად ეუბნებოდნენ გაუბედურებულ ქალს, ამ მხეცთან რა გაჩერებს, მოკიდე ხელი შენ შვილს და სოფელში წადითო. რა ვქნა, სად წავიდე, რამდენჯერ გითხარით, იქ აღარც სახლია და აღარც მშობლები, უპატრონოდ მიტოვებული კარ-მიდამოდან სულ ნაწილ- ნაწილ გაზიდეს ფიცრები თუ აგურები, ეზოში ხომ ვერ დავიძინებთო. და  საბრალო ტირილს იწყებდა. სხვაგან რომ ვერაფერი იშოვა, მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. მცირე ხელფასით და მეზობლების დახმარებით ძლივს მიათრევდა ამ წუთისოფელს.

ახლა კი ლიზიკო  მარტო დარჩა. დედა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მამას კი ციხეში უკრეს თავი. კიდევ კარგი, მეზობლებმა შეიფარეს და რის ვაივაგლახით უპატრონო ბავშვთა სახლში მოაწყვეს. იქ ერთბაშად შეეცვალა ცხოვრება. თავაზიან და გულისხმიერ ლიზიკოს კარგად ეპყრობოდნენ. მოსწონდა თავისი კუთხე, ლამაზი საწოლი და პატარა მაგიდა, რომელზედაც წიგნები და რვეულები ეწყო. აქ იჯდა საათობით და მეცადინეობდა. მშობლებზე დარდი არ ასვენებდა, მაგრამ მამაზე ფიქრს გაურბოდა. დედა ენატრებოდა. სიზმრად თუ ცხადში სულ ცრემლიანს ხედავდა. ერთი საღამო კი სამუდამოდ ჩარჩა გულში, ბებია ცოცხალი იყო. სოფელში იყვნენ სტუმრად, გვირილებით “დათოვლილ” მინდორში იჯდა, დედასთან ერთად და ცას შეჰყურებდა, დღე ღამეს ეყრებოდა. შორს, კუზიანი მთის გადაღმა, ჩამავალი მზის სხივებზე, ყვითლად მოჩანდა ჩამოწოლილი ნისლი და ძოწისფერ ღრუბლებში მიმალული მზე ნელ-ნელა იძირებოდა…დედისკენ შებრუნდა, რაღაც უნდოდა ეთქვა… დედა ტიროდა…

გავიდა წლები. ერთ მშვენიერ დღეს, მადლიერი და აცრემლებული ლიზიკო გამოეთხოვა თავის აღმზრდელებს და გამოიხურა ბავშვთა სახლის კარები. იმ ზაფხულს ძალიან იყოჩაღა, სკოლა დაამთავრა, წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სამსახურიც იქვე დაიწყო, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ბინაც იქირავა თანაკურსელთან ერთად. ლამაზი გოგო იყო ლიზიკო და თაყვანისმცემლები არ აკლდა, მაგრამ გათხოვების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, ისე, თავს არ უტყდებოდა, თორემ ბოლო ხანებში ერთი სიმპათიური ყმაწვილის დანახვაზე გული მუხლებში უვარდებოდა. ისიც  იურიდიულზე სწავლობდა და ლიზიკოს ეშხით ბიბლიოთეკაში აღამებდა და ათენებდა. ეს ირაკლი იყო, მისი ჯგუფელი. ძალიან მალე დაახლოვდნენ და ვიდრე სიყვარულისგან თავბრუდახვეული გოგო გონს მოვიდოდა, ქორწინების დღეც დაინიშნა. ობოლ ლიზიკოს ღმერთმა გადმოხედა. არაჩვეულებრივ ოჯახში მოხვდა. დედაც იპოვა და მამაც. ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გააჩინა და ოჯახში სითბო და სიყვარული დატრიალდა. რძალს სულში იძვრენდნენ-. ოჯახის საქმეს ახლოს არ აკარებდნენ, ოღონდ თავის პროფესიაში წინ წასულიყო. ბოლოს, მეოთხე ბავშვზე რომ დაფეხმძიმდა, ჭკუაზე აღარ იყვნენ სიხარულისგან. ირაკლი  იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, ლიზიკომ კი კერძო ფირმა გახსნა იურიდიული მომსახურებისთვის და 6 თვის ფეხმძიმე ქალი მუხლჩაუხრელად შრომობდა. შინ ისე გვიან ბრუნდებოდა, რომ ბავშვებთან თამაშის თავიც აღარ ჰქონდა. ადრე იძინებდა. ხშირად უფიქრია, ირაკლის ჩემი ყურადღება აკლია, ასე არ შეიძლებაო და ერთ დღეს ბოდიშიც კი მოუხადა. მერე გადაწყვიტა,  შინ რომ დაბრუნდებოდა, ადრე არ დაწოლილიყო, ქმარს დალოდებოდა. ჰოდა, სწორედ მაშინ შენიშნა, რომ ირაკლი სისტემატურად იგვიანებდა და ზოგჯერ გამთენიისას ბრუნდებოდა შინ. ისიც გაახსენდა, რომ ქმარს ღამით ცუდად ეძინა, წრიალებდა ლოგინში, ბორგავდა და ზოგჯერ ძილში ყვიროდა კიდეც. რა ხდება? ღამით სად უნდა დადიოდეს? უცებ თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, შეამცივნა და ცახცახი დააწყებინა. ნუთუ მღალატობს, ნუთუ ასეთი უსინდისოა?   

კვირა დღე იყო. ბავშვები ბაბუამ წაიყვანა სასეირნოდ. ბებო სადილს ამზადებდა. ცოლ- ქმარი გარეთ გავიდა და იქვე, სკვერში განმარტოვდა. ლიზიკომ გაყინული სახით და უემოციოდ დაიწყო ირაკლის “დაკითხვა”, მაგრამ ვინ აცალა? გაღიმებულმა მეუღლემ გულში ჩაიხუტა და დიდი მონდომებით  დაიწყო შექმნილი ვითარების გაანალიზება, რომ ძმაკაცები ახლა უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან, რომ ცხოვრება სტრესული გახდა და ასეთი შეხვედრები განტვირთვისთვის აუცილებელია. მერე დაპირდა, ცოტაც მოითმინე და ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველგან ერთად ვივლითო. ისე, რამ გაფიქრებინა ღალატი, არ გრცხვენია, გოგო,? ვინ მყავს შენზე უკეთესი, ან შვილებს როგორ მივატოვებ, ხომ არ გდარეულხარო… ეს იყო და ეს. შინ ხელგადახვეულები დაბრუნდნენ და დედამ ვაჟიშვილს კონვერტი გადასცა, სულ დამავიწყდა მეთქვა, ვიღაც კაცმა  მოიტანა, გადაეცითო. ირაკლიმ ხმამაღლა დაიწყო კითხვა და გვიანღა მიხვდა, რაში იყო საქმე, მაგრამ უკან დახევას და გაჩუმებას აზრი აღარ ჰქონდა. წამში ყველაფერი ცხადი გახდა: ბანქოში წაგებული ფულის სანაცვლოდ ირაკლისგან ბინის დაცლას მოითხოვდნენ. ოჯახი ქუჩაში რჩებოდა…აი თურმე სად დადიოდა, რატომ იკარგებოდა… გაიფიქრა ლიზიკომ და მკვდრისფერი დაედო. ყველა ჩუმად იყო.უცებ თავზარდაცემული ირაკლი დედის წინ მუხლებზე დაეცა და შეევედრა: შემიბრალე, დედა, გევედრები, სულ ორჯერ ვითამაშე, წავაგე და უკან ვეღარ გამოვცურე, დავიძირე, დედა… გამიგე, რა… დედა ერთხანს გახევებული იდგა და შუშის თვალებით მისჩერებოდა  შვილს, მაგრამ უცებ უკან გადაქანდა და მოწყვეტით დაენარცხა იატაკს…ირაკლი მივარდა, ტახტზე გადააწვინა, უტრიალა, იწვალა, ძალიან მოინდომა, მაგრამ სული ვერ ჩაუდგა. ლიზიკომ სასწრაფოში დარეკა, მერე შემობრუნდა და ქმარს დაუკივლა: ეს რა ქენი, შე უბედურო, რა ჩაიდინე, დედას რას ერჩოდი, შვილები ქუჩაში როგორ დაყარე, ასე როგორ გაგვიმეტე… ყვირილზე მეზობლები შემოცვივდნენ. ლიზიკო ცუდად გახდა. ირაკლი დედის ცხედარზე დამხობილი ბავშვივით ზლუქუნებდა. და სასწრაფოც მოვიდა…          

”აბა ჩქარა, საკეისრო,  მოემზადეთ!”- თქვა ექიმმა. ლიზიკოს კი ეძინებოდა, ძალიან დაიღალა. განაწამებ სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. არადა, აღარც ტკივილს გრძნობდა და აღარც შვებას. რატომ ვტირიო, უნდოდა ეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა… აი კუზიანი მთაც. შორს დედასაც მოკრა თვალი, ხელს უქნევს და ემშვიდობება. რა სიმყუდროვეა, რა სიმსუბუქე… ვიღაც სახეზე ეფერება და ეუბნება- შეხედე, შეხედე, რა ლამაზია, შენი შვილია…ჩემი შვილია, ჩემი შვილია, შეშლილივით იმეორებს ლიზიკო და თვალს  ახელს…კისერში ჩვილის სუნთქვას გრძნობს და პაწია, სველი ტუჩების სითბოს… ღმერთო, რა ნეტარებააო, ფიქრობს და იძინებს…

დედის დაკრძალვის შემდეგ ირაკლი  აღარავის უნახავს. ამბობდნენ, რუსეთში გადაიხვეწაო. არც შვილების, არც ცოლის და არც მოხუცი მამის სიყვარულმა უკან არ მოახედა…                                .

“ყველა სენს კურნავს კვირიკე,                                                 .

ყველა სატკივარს არჩენს,                                                         .

არ კურნავს გულის სიბრმავეს,

ღვთისგან დადებულ სასჯელს”. (დ.წ.)

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Конкурс молодых талантов пройдет в Мытищах в октябре

Личка: «Мы должны всё показать на поле в течение 90 минут, а не только разговаривать»

Адвокаты объяснили отправку Верховным судом на пересмотр дела о смерти младенца

Интерьер в стиле дворца Версаль обнаружили в московской квартире

Музыкальные новости

115 школ от Калининграда до Владивостока. Как «Динамо» построило лучшую региональную сеть в стране

Путин и Собянин пообщались со студентами в "Руднево"

«Готовы помогать»: Лавров высказался о желании Грузии помириться с абхазами и осетинами

Разработан 1-й в мире косметический материал, состоящий на 100% из активных компонентов

Новости России

Игрушки из старых вещей. Стартовала акция Росприроднадзора «Экоёлка»

Добрынина похоронят на «алле звезд» в Москве

Интерьер в стиле дворца Версаль обнаружили в московской квартире

Адвокаты объяснили отправку Верховным судом на пересмотр дела о смерти младенца

Экология в России и мире

Спектакль «Раневская. Одинокая насмешница» в Москве: дань великой актрисе

Журналистка Ксения Собчак появилась на публике в шляпе гусара

Вскрылись "неудобные" факты о новой избраннице Фёдора Бондарчука, ради которой он бросает Паулину Андрееву

Крутой позывной для армии

Спорт в России и мире

Мирра Андреева дебютирует в топ-20 рейтинга WTA

Медведев проиграл Алькарасу в полуфинале турнира ATP в Пекине

Первую ракетку мира подводят под срок // Всемирное антидопинговое агентство будет добиваться дисквалификации Янника Синнера

Рублев вышел в четвертьфинал турнира в Пекине

Moscow.media

Из реки около моста выловили тело мужчины

Солнечный денёк...

Терминал «Деловых Линий» в Мытищах сменил адрес

В Новосибирской области по БКД отремонтировали и ввели в эксплуатацию 31 дорожный объект











Топ новостей на этот час

Rss.plus






У жителя Петрозаводска изъяли 40 миллионов: ему грозит пожизненный срок

СК проведет повторную проверку после нападений 13-летнего подростка в Мытищах

Карта жизни: самые комфортные районы Москвы для аренды или покупки жилья

Важное заявление главного синоптика России о минусовых температурах в октябре