Добавить новость

Ефимов: Переселение по программе реновации затронуло около 168 тысяч москвичей

Мария Багреева: в январе-июне в Москве выдали 23 тысяч семейных ипотек

Новую поликлинику на Кузьминской улице в Котельниках достроят в 2025 году

«ТСН Недвижимость»: Ставка по ипотеке в Москве стала выше 20%

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“…ეს შიში აიძულებს მას დათანხმდეს უკვე არსებული სისტემის არსებობასა და მის დაცვაზე”

საიტი radiotavisupleba.ge აქვყნებს ჟურნალისტის, გიორგი გვახარიას წერილს – “რაც მდიდარ მამას უნდა”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ამ კვირის მოვლენებმა იმდენი კარგი ფილმი გამახსენა, რომ ერთ მაგარ რეტროსპექტივას მოვაწყობდი, მაგრამ პატივი ვცეთ შედევრების ავტორებს და ნუ დავიყვანთ მათ გმირებს ჩვენი “დედიკოს ბიჭის” დონეზე. პატივი ვცეთ კარგ კინოს და ბანალური ფსიქოანალიზის ტყვეობაში თავს ნუ მოვიქცევთ. ელისო ბოლქვაძემ უსმინოს ბერას, ჩვენ შოპენს მოვუსმინოთ.

აკირა კუროსავა, რაღა თქმა უნდა, კინემატოგრაფის შოპენია. მგონი, უკანასკნელი რომანტიკოსი კინოში. როცა 70-იანი წლების დასაწყისში ყველა ილუზია დაემსხვრა, გადაიღო რა ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური ფილმი კინოს ისტორიაში “ტრამვაის ბორბლების ხმაურში”, კუროსავამ თვითმკვლელობა სცადა. გადაარჩინეს. ამის მერე კინოს მალევე დაუბრუნდა და ჯიუტად გააგრძელა მტკიცება, რომ მთელი სამყარო “ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირს”. კუროსავა, შეიძლება ითქვას, “ფიზიოლოგიურ დონეზე” განიცდიდა უთანასწორობას ამ პლანეტაზე. რომელ ჟანრშიც არ უნდა ემუშავა, რომელი ეპოქაც არ უნდა აღედგინა, კუროსავა აგრძელებდა სიმართლის დამკვიდრებას ეკრანზე – ამტკიცებდა, რომ სიმართლე არ შეიძლება იყოს ბევრი, რომ სიმართლე ერთია და ის ყველასთვის ერთნაირად უნდა იყოს სიმართლე. ასე რომ, “რასემონი” შემთხვევით არ ითვლება კუროსავას პირველ შედევრად – სწორედ ამ სურათით დაიწყო რეჟისორმა დავა საკუთარ თავთან, სწორედ ამ სურათში იკითხა პირველად: როგორ მივაგნოთ ჭეშმარიტებას იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ ხედვის საკუთარი კუთხიდან მსჯელობენ, როგორ დავთმოთ პირადი იმისთვის, რომ დროებით მაინც გავემიჯნოთ ცვალებად, არასაიმედო, ამ “ფხვიერ” რეალობას.

შექსპირის და დოსტოევსკის, აკუტაგავას და ტოლსტოის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული მისი ფილმები, ცხადია, განსხვავებულია სტილით, ხედვის კუთხით, თხრობის მანერით, მაგრამ კუროსავამ თავისი ენა შექმნა, იმდენად ინდივიდუალური, რომ მას ყველგან იცნობთ, მისი ფილმების აბსოლუტურად ყველა კადრში.

“მაღლა და დაბლა”, რომელსაც სხვანაირადაც თარგმნიან, როგორც “სამოთხე და ჯოჯოხეთი”, ასევე როგორც “სიძულვილის ჯოჯოხეთი”, მაინც კუროსავას ყველაზე უცნაურ ფილმად ითვლება. ამ ჟანრში მას არასდროს უმუშავია. არავინ ელოდა, რომ ეპიკური კინოს ოსტატი თანამედროვე ურბანისტული ტრილერის ჟანრს მოუსინჯავდა გემოს. თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, დიდ რეჟისორს კომერციული წარმატება არც კრიმინალურმა ამბავმა მოუტანა. უარესიც მოხდა: თაყვანისმცემლები გაანაწყენა, ბევრმა მიიჩნია, რომ დიდმა ჰუმანისტმა პრინციპებზე უარი თქვა და მასკულტურის სივრცეში შეაბიჯა.

არადა, დღეს აშკარაა – “მაღალი და დაბალი” ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური ტრილერია კინოს ისტორიაში.

ბატონ გონდოს, ფეხსაცმლის ფაბრიკის ერთ-ერთ მფლობელს, რომლის როლს გენიალური ტოსირო მიფუნე ასრულებს, ურეკავს ქურდი და შვილის განთავისუფლებისთვის 30 მილიონ იენას სთხოვს. ცოტა ხანში ირკვევა, რომ ყაჩაღი შეცდა – მან არა გონდოს შვილი, არამედ მისი მძღოლის შვილი გაიტაცა. აქამდე გონდო მზად იყო გადაეხადა ფული შვილის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი იგებს, რომ საქმე სხვის შვილს ეხება, გადაიფიქრებს – გაკოტრების შეეშინდება. ასე შემოვა ფილმში აკირა კუროსავას საყვარელი თემა, “საკუთრება” (ამ შემთხვევაში გაორმაგებული სახით – გონდო ცდილობდა გადაერჩინა თავისი შვილი და თავისი ქონება), და ის, რაც ადამიანს არ ეკუთვნის… შეიძლება თუ არა მათი გათანაბრება? შეიძლება თუ არა ადამიანი სხვისი შვილის გადარჩენისთვის ისევე იბრძოდეს, როგორც საკუთარი შვილის სიცოცხლისთვის იბრძოლებდა?

თავად ნახავთ, რაც მოხდება ამის შემდეგ, ნახავთ, როგორ შექმნის კუროსავა კონსერვატორული, კლასობრივი წესრიგის გარემოს, სადაც სამართალი და მორალი განცალკევებულია, სადაც სხვა არის კანონის გაგება მდიდრისა და ძლევამოსილისთვის და სხვაა კანონი ღარიბისა და უმწეოსთვის.

ფილმის მეორე ნახევარში, როცა პოლიცია გამტაცებლის ძებნას იწყებს, მორალური არჩევანის თემას ემატება ახალი – მდიდარი და გავლენიანი ადამიანის მიმართ მოწიწება; უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსტიტუტების, პირველ რიგში კი, პოლიციის ჩართვა ამ უთანასწორო სისტემაში. სწორედ ის, რასაც ვხედავთ საქართველოში დღეს, როცა ოჯახის დაცვის მოტივით სახელისუფლო მედია და მისი ექსპერტები, მთლიანად ხელისუფლება ბავშვების მიმართ მუქარასა და ძალადობას ამართლებენ. ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე “დედიკოს ბიჭის” ფსიქოანალიზი. ეს ქვეყნის და საზოგადოების მორალური დაცემის მანიშნებელია.

კუროსავას ფილმში ყველაზე სერიოზულ გადაწყვეტილებებს პოლიციელები დამოუკიდებლად იღებენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო საერთოდ არ ფუნქციონირებს. მაგრამ როგორ უნდა ავხსნათ პოლიციის ასეთი თავგასულობა? ვინ ათამამებს ასე წესრიგის დამცველებს? პასუხი შემზარავია: ვინ და თავად საზოგადოება! დიახ, სწორედ საზოგადოება ცხოვრობს მორალით, რომელიც ფილმის პრემიერიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიიყვანს აკირა კუროსავას. პოლიციის ინსპექტორი ფილმში ამბობს, რომ ფაბრიკის მფლობელის ქონებრივი ზიანი უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე დანაშაულის თანამონაწილეების დახოცვა. უცნაურია, მაგრამ მის მოსაზრებას, ფაქტობრივად, ეთანხმება მედია, ეთანხმება საზოგადოება. ამ ადამიანების ცხოვრების იდეალი საკუთრებაა, რომელიც საზოგადოებრივმა წესრიგმა უნდა დაიცვას. ყველა, ვინც უკვე ჩამოყალიბებულ, მოწესრიგებულ სისტემას შეეწინააღმდეგება, აუცილებლად დაისჯება კანონის ძალით. ამაში ხელისუფლებას და ძალოვნებს ხალხიც მხარს დაუჭერს. კომფორტი და სიმშვიდე ყველას უყვარს!

მომხარებლური საზოგადოების შთამბეჭდავი პორტრეტი დახატა აკირა კუროსავამ ფილმში “მაღლა და დაბლა”. ღარიბი ადამიანი ხედავს, როგორ ემსახურება მდიდარს და ძლევამოსილს მთელი ქვეყანა, ძალოვნები, მედია; ხედავს ამ უსამართლობას, მაგრამ პროტესტის გრძნობა არა აქვს. ეშინია, რომ ზედმეტი ხმაური აუცილებლად შეცვლის რაღაცას სოციალურ სტრუქტურებში. ეს შიში აიძულებს მას დათანხმდეს უკვე არსებული სისტემის არსებობასა და მის დაცვაზე.

სისტემა არა და არ ინგრევა. ისაა, რაც მდიდარს უნდა, “ისაა, რაც მამას უნდა”. მხოლოდ და მხოლოდ რომანტიკოსებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ რამეს შეცვლიან ამ სისტემაში, თუნდაც იმის აღიარებით, რომ ისევ არაფერი შეცვლილა.”

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Капитальный ремонт фасада шестнадцатиэтажного дома в районе Зюзино завершится в этом году

«ТСН Недвижимость»: Ставка по ипотеке в Москве стала выше 20%

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Сегодня Дарья Ринчинова - артистка Госцирка Бурятии уже не та маленькая девочка, 8 месяцев назад она стала мамой

Тегеран требует поставок истребителей Су-35 и систем ПВО от Москвы

Музыкальные новости

Что там в IT: смерть YouTube в России, падение Intel и GPT-поиск от OpenAI

Харламов и Ковальчук сыграли пышную свадьбу в Москве

Ломая правила игры: "Goodbye YouTube"

Продвижение Стихов. Раскрутка Стихов. Продвижение Песни. Раскрутка Песни.

Новости России

Гузель Гурдус: «ЦПСО- это грамотно построенная система для школьника».

Мария Багреева: в январе-июне в Москве выдали 23 тысяч семейных ипотек

Капитальный ремонт фасада шестнадцатиэтажного дома в районе Зюзино завершится в этом году

Новую поликлинику на Кузьминской улице в Котельниках достроят в 2025 году

Экология в России и мире

Рустэм Султанов возродил в «Звёздном доме» традиции космического поп-рока

Самые полезные продукты для сердечно-сосудистой системы

Продвижение Стихов. Раскрутка Стихов. Продвижение Песни. Раскрутка Песни.

Названы Топ-5 стран, где россияне больше всего покупают жильё: Турция вылетела с первого места в аутсайдеры - все бегут из этой страны

Спорт в России и мире

Алькарас расплакался после поражения в финале Олимпийских игр в Париже

Китаянка Чэнь Мэн выиграла золото в настольном теннисе

Я — сноб: теннисистка Надежда Петрова

Одна медаль на всю страну: Россия осталась с серебром теннисного турнира Игр в Париже

Moscow.media

Две фуры, микроавтобус и легковушка: под Орлом произошла жесткая авария

«Уже и бомжихи в никабах!»: сколько зарабатывают цыгане-попрошайки?

Как узнать куда увез машину эвакуатор

После признания монополистом материнской компании Google грозит разделение











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ефимов: Переселение по программе реновации затронуло около 168 тысяч москвичей

Как спорт влияет на сердце?

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Сегодня Дарья Ринчинова - артистка Госцирка Бурятии уже не та маленькая девочка, 8 месяцев назад она стала мамой

Тегеран требует поставок истребителей Су-35 и систем ПВО от Москвы