აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამ ქალაქის 30 ათასი იმ მკვიდრის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც კოვიდ-19-ით დაიღუპნენ.
ბრუკლინის ხიდზე გამართული ცერემონიაზე ანთებული სანთლების ფონზე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა მცირე კონცერტი გამართა.
შეხვედრა გაიმართა 14 მარტს, კორონავურუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.
მასზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, ბილ დე ბლასიო, რომელმაც განაცხადა, რომ კოვიდ-19-მა მეტი ნიუ-იორკელი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა, ვიეტნამის ომმა, გრიგალმა სენდიმ და 11 სექტემბრის ტერაქტებმა ერთად.