Добавить новость

Удобные маршруты для жителей

Схема движения транспорта временно изменится на западе Москвы из-за велогонки

Завершились съемки комедии об эйджизме в личных отношениях «Макрон»

В пятницу в Москву вновь придут смерчи

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

COVID-ვაქცინაცია იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მარტს

დღეიდან COVID-აცრა იწყება - ვინ, სად, როგორ აიცრება?

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ნებაყოფლობითია და პირველ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის აცრაზე სამედიცინო სფეროს 1449 წარმომადგენელია ჩაწერილი.

დღეს დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს 43 ათასი ვაქცინაა შემოსული. ეს ორ ეტაპიანი აცრის მხოლოდ პირველ ეტაპზე სამყოფი დოზაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, აპრილის თვეში ქვეყანა გარანტირებულად მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 86 000 დოზას. სანამ ეს მოხდება. მანამდე, 22 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებს ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თენგიზ ცერცვაძე: „ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი!“

მედპერსონალის ვაქცინაცია იწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშიც

 

 

 

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტის დრო გაახანგრძლივა - მოლაპარაკებები გრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლოვებაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას შედეგი არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ბევრ საკითხზე მუშაობა, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით კი ოპოზიცია ამ პროცესში „გაკოტრებული და ქუჩაში დარჩენილია“.

„ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თქმით სასურველი შედეგი მოლაპარაკებებს ჯერ არ მოუტანია, თუმცა ამისკენ გზა კომპრომისებზე გადის. ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის პოზიციაც, როცა ის მოლაპარაკებებიდან გამოვიდა.

„ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით ეს არის მხარეებიც „ნაბიჯ-ნაბიჯ“ სვლა კრიზისის დაძლევისკენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი კობახიძე: "დიალოგი გაგრძელდება"

 

 

 

მორიგი აქცია გაიმართა ქუთაისში ნამახვანიჰესის პროექტის წინააღმდეგ

რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობა, აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ მიზნით აქციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

აქციის ორგანიზატორები ხვალ ნამახვანის ტერიტორიაზე აპირებენ პროტესტის გაგრძელებას. აქციაზე, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაითვალისწინოს ათასობით, ათიათასობით ადამიანის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოლეთიანის თქმით, „რეგიონებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დაიძრებიან თბილისისკენ“.

„შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, - „გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც ექნება უფლება, მოითხოვოს რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით”.

წაიკითხე მეტი.

 

 

დღეიდან შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის მიხედვით, დღეს, 15 მადრტიდან:

მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;

განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ძალაში რჩება ე.წ. კომენტანტის საათი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, სპეციალური საშვის გარეშე, ეკრძალებათ გადაადგილება 21.00 სთ-დან 05.00 სთ-მდე.

 

 

 

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც რუსული ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეტანილი იქნება სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის, არაიკ არუთიუნიანის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი უკვე იურიდიულ ძალას შეიძენს.

საკანონმდებლო პროექტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ ენებად სომხური და რუსული ცხადდება.

წაიკითხე მეტი.

 

 

რა გვიხარია, როცა ბასილაშვილის გამარჯვება (არ) გვიხარია?

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირის მოგებამ და მანამდე ჩოგბურთის ლეგენდის როჯერ ფედერერის დამარცხებამ საქართველოში საზოგადოება ორად გაყო.

სოციალურ ქსელებში ნაწილი დაუფარავად გამოხატავდა გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს და ბასილაშვილს კარიერულ წინსვლას მთელი გულით ულოცავდა, ნაწილი კი წერდა, რომ გმირი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული და რომ ასე აღტაცებით ამ ფაქტის აღნიშვნა და „სავარაუდო მოძალადის“ წახალისება არასწორია.

ფეისბუკ გარჩევების მიღმა, საზოგადოებაში არსებულ ორივე აზრს თავისი არგუმენტი აქვს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა განსხვავებულ პოზიციები მოისმინა, გადახედა სასამართლოში მიმდინარე გახმაურებულ საქმეს და მოისმინა სპორტის ქომაგების შეფასებები ჩოგბურთელის სპორტულ ტრიუმფზე. რა გვიხარია და რა არ გვიხარია ბასილაშილის გამარჯვებაში?- წაიკითხე ვრცლად აქ.

 

 

 

კარავი, რომელშიც ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე რიონის ხეობის მცველები მორიგეობით ათევენ ღამეს, ნამოხვანელი ლალი ეფრემიძის ყანის ადგილას დგას.

მისი სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრშია, რიონის პირას. სახლის საქმეებს რომ მოითავებს ხოლმე, მერე ხეობის მცველებთან გარბის. თან თავის ნაკვეთსაც დახედავს - წელსაც უნდა რამე დათესოს. თუ დააცადეს.

ლალი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხეობაში დიდი ჰესის მშენებლობას ეწინააღდეგება და საკუთარი მიწას არ ყიდის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Завершились съемки комедии об эйджизме в личных отношениях «Макрон»

«Нечто гнилое»: в New York Times опубликовали рецензию на «Слово пацана»

На Пятом канале акция «День добрых дел» для годовалого Ярослава

Женщину зажало между поездом и платформой в Люберцах

Музыкальные новости

Фестиваль троечной езды и гастрономии "Русский драйв"

Пот ручьём: когда стоит обращать внимание на повышенную потливость, рассказал доктор Кутушов

Встречайте «Рекорд Оркестр» на «Квартирнике у Маргулиса» в ЦДКЖ

Суд в Москве отправил экс-главу одного из НИИ Роскосмоса в колонию

Новости России

Женщину зажало между поездом и платформой в Люберцах

Скидки на штрафы за парковку хотят ввести в России

В пятницу в Москву вновь придут смерчи

«Нечто гнилое»: в New York Times опубликовали рецензию на «Слово пацана»

Экология в России и мире

В МГППУ прошло обсуждение профстандарта «Специалист по реабилитационной работе в социальной сфере»

Textile Collection Moscow Autumn 2024: присоединяйтесь к масштабному событию текстиля – единому текстильному кластеру!

Россиянам предложили новый вид отдыха в Турции

Туристов предупредили о болезни, от которой умирает каждый пятый - эта зараза сейчас стремительно распространяется по курортным странам

Спорт в России и мире

Звезда «Гонки» Даниэль Брюль снимет байопик о немецком теннисисте Готфриде фон Крамме

Теннисистка Потапова отказалась ехать на Олимпиаду в Париже

Медведев едва не проиграл на неудобном корте Уимблдона. Россиянин с трудом вышел в третий круг

Российская теннисистка Александрова снялась с "Уимблдона" из-за болезни

Moscow.media

Военное следственное управление Следственного комитета Российской Федерации по Черноморскому флоту предупреждает:

Дирекция по качеству АО "Желдорреммаш" посетила локомотивостроительные заводы ТМХ

В Петербурге открылся новый дилерский центр EXEED

S&P повысило прогноз по рейтингу «дочек» Freedom Holding Corp. до позитивного











Топ новостей на этот час

Rss.plus






«Нечто гнилое»: в New York Times опубликовали рецензию на «Слово пацана»

В пятницу в Москву вновь придут смерчи

Синоптик Леус: 4 июля в Москве не исключен третий подряд тепловой рекорд

Возвели уникальный дворец для наших фигуристов