Добавить новость

В Щелкове состоялся очередной успешный поход

Путину и Воробьеву показали отделение реанимации Детского центра им Рошаля

В Музее музыки открылась выставка к 55-летию ВИА «Песняры»

В работе мессенджера Telegram в России произошел массовый сбой

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაუძლებს გელათი ქარს და წვიმას?

მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისე აღდგენა, რომ მას საფრთხე აღარ ემუქრებოდეს. 


"[სამუშაოები] უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და ნებისმიერი დღით შეყოვნებამ, გაზაფხულის უხვნალექიანი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა შეუქცევადი და უმძიმესი ზიანი მიაყენოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს" - მიმართავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვს კონკურსის გარეშე, დაჩქარებული წესით მისცეს ხელშეკრულების გაფორმების უფლება, გელათის, უკვე მეორედ და ისევ დროებითი, გადახურვისთვის. 




გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა. იუნესკო კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას ასე აღწერს:


"გელათის მონასტერი ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანას", პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს მეფე დავით IV-ე აღმაშენებლის (1089-1125) და თამარ დედოფლის (1184-1213) მეფობის ეპოქაში… მონასტერი მდიდრულად არის მორთული მეთორმეტე საუკუნიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე პერიოდის კედლის მხატვრობით, ასევე მე-12 საუკუნის მოზაიკით... ამასთან, ძეგლის თითქმის ხელუხლებელი გარემო იძლევა არქიტექტურისა და ლანდშაფტის შერწყმის აღქმის შესაძლებლობას".


2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. შარშან ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამ დროს გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად დროებითი, თუნუქის სახურავი უნდა მოეწყოთ.  






დროებითი გადახურვის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ძლიერმა ქარმა ტაძრის დასავლეთ მკლავს თუნუქის სახურავის ფრაგმენტი მოაძრო. 19 იანვარს ტაძრის სახურავის ეს მონაკვეთი სპეციალისტებს დათოვლილი დახვდათ.


დროებითი გადახურვისას "სწრაფად განხორციელებდი და ფინანსურად შესაძლებელი ვარიანტი" შეირჩა. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს აცნობებდა, რომ თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ დროებითი სახურავიდან წვიმის და ნადნობი წყალი კრამიტის და კედლის შეერთების ადგილები ჩავიდოდა.




კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იანვარში განგაში უმიზეზოდ ატყდა, დროებითმა სახურავმა იმუშავა და "გელათში" წყალი აღარ ჩასულა.


"კომპანიამ, ვინც ეს პროექტი მოამზადა, გვითხრა, რომ 100-პროცენტიან გარანტიას ვერაფერზე მოგვცემდნენ. ფაქტი ხო სახეზეა, აგვისტოს შემდეგ იქ წყალი არ ჩასულა", - ამბობს ანთიძე.  


ანთიძეს ვკითხეთ, რატომ გადაწყდა ისეთი დროებითი გადახურვის შერჩევა, რომელიც 100%-ით ვერ დაიცავდა ისტორიული ძეგლის სახურავს, მან ასე გვიპასუხა: 


"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სასწრაფო წესით გაგვეკეთებინა. რისკი იმისა, რომ წყალი კიდევ სადმე ჩასულიყო არსებობდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ დიდი ხანი არ დაგვეტოვებინა დაცვის მექანიზმის გარეშე".


ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი დროებითი გადახურვის სხვა ხარვეზები. მათი ნაწილი პარლამენტის კულტურის კომიტეტისთვის ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. აღსრულების ეროვნული ბიურო 16 იანვარს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალით აღწერდა, რომ დროებით სახურავს რამდენიმე ადგილზე არ ჰქონდა წყლის შემკრებები, დაშვებული ხარვეზები კი "გელათის" ჩუქრთმებსა და ფასადს აზიანებდა.




ის, რაც ვერ აღმოაჩინა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მოხვდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის დასკვნაში. კერძოდ: წყალგადამყვანების გადაბმის ადგილები გაუმართავი იყო და აპარებდა წყალს; ზოგიერთ ადგილზე თუნუქი არასწორი, ქანობის საწინააღმდეგო მიმართულებით იყო დაგებული; თუნუქის გადაბმის ადგილების სამაგრები წყალს არ ატარებდა და ჟონავდა; დროებით ნაგებობის დაბოლოებები მოკლე იყო და ვერ ასრულებდა დანიშნულებას.




ეს დასკვნა ცნობილია სააგენტოს დირექტორისთვისაც. სწორედ ამიტომ ნიკოლოზ ანთიძეს შევახსენეთ, რომ გაზაფხულის უხვნალექიანობის გამო სამუშაოების დაჩქარებას ითხოვდა და ვკითხეთ, გაუძლებს თუ არა "გელათის" გადახურვა უხვ ნალექსა და ქარს.


"ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ შესაძლოა ძალიან ძლიერმა ქარმა, გაკეთებული, კრამიტიანი სახურავიც კი წაიღოს - ამას ვერავინ იტყვის... იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყო დროებითი სახურავის დაზიანება, ჩვენ სპეციალური ნაგებობები მოვუწყეთ - რაც ქარის დარტყმას აარიდებს. წვიმასაც გაუძლო და თოვლსაც".


გელათის სახურავი რესტავრაციის დროს კრამიტით შპს იკორთა 2007-მა გადახურა. იმის გამო, რომ სამუშაოების თავდაპირველი შემსრულებელი ეს კომპანია იყო, დაშვებული ხარვეზების თუნუქით გადახურვა მასვე დაავალეს. სამუშაოების ისევ ხარვეზებით შესრულების გამო ძეგლთა დაცვის სააგენტომ მისი სანქცირება გადაწყვიტა და დამატებით ზარალის ანაზღაურების პროცედურები დაიწყო. ახლა სააგენტო დროებითი გადახურვის ახალ კომპანიას ეძებს და მის ხელახლა მოსაწყობად 238 ათას ლარს ხარჯავს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Пользователи пожаловались на сбои в работе WhatsApp и Telegram

Котельную в поселке Курсаково отремонтируют к концу августа

Мест нет: как в России предлагают менять систему студенческих общежитий

В Москве скончался генерал-майор в отставке Дмитрий Древаль

Музыкальные новости

На заводах АО "Желдорреммаш" внедряется система ТРМ

Возвращение блудного сибиряка: на ТНТ выходит продолжение комедии «Просто Михалыч» с Владимиром Епифанцевым

Первая масштабная частная конференция по экосистеме Telegram, Ton и mini app в России T-LAB CONF

Враг пытался атаковать Москву. Собянин рассказал о сбитом БПЛА

Новости России

Кинотеатр «Ленинград» планируют превратить в музей

В Москве скончался генерал-майор в отставке Дмитрий Древаль

Экономист Митяев: Индия и Китай получают большую выгоду от санкций против РФ

Пешеходные зоны возле Борисоглебского монастыря благоустроят в Дмитровском округе

Экология в России и мире

Муж Анастасии Заворотнюк внезапно заявил о болезни Татьяны Навки

Психолог ФКЦ МГППУ провела семинар для специалистов пунктов временного размещения для пострадавших в Курской области

Zara представил вторую коллаборацию с Circ

Сотрудник СЛД «Боготол-Сибирский» филиала «Красноярский» награжден знаком «За безупречный труд на железнодорожном транспорте 40 лет»

Спорт в России и мире

Арина Соболенко поднялась на второе место в обновлённом рейтинге WTA

В ATP отреагировали на ситуацию с допингом теннисиста Синнера

Арина Соболенко повторила уникальное достижение

Сафиуллин поднялся на семь мест в рейтинге ATP

Moscow.media

БезМозговВодитель играл в «шашки» за рулём и убил 9-летнюю девочку

Беспроводной сканер штрих-кодов Heroje S-H29W

“Кирилл Вечер & Tassy”–музыкальный дуэт из Владимирской области.

Более 50 студентов и школьников старших классов этим летом были трудоустроены на Уссурийский ЛРЗ











Топ новостей на этот час

Rss.plus






На Дальнем Востоке взлетела стоимость авиабилетов в преддверии ВЭФ-2024

Мария Захарова проводит брифинг

В Щелкове состоялся очередной успешный поход

Путину и Воробьеву показали отделение реанимации Детского центра им Рошаля